კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ასწავლე ფინანსები ლიტერატურით - სასწავლო რესურსები კონკურსის მონაწილე მასწავლებლებისგან

ფინედუს მიერ ორგანიზებული კონკურსი "ასწავლე ფინანსები ლიტერატურით" ფინანსური განათლების თემის პოპულარიზაციასთან ერთად მასწავლებლებსა და სკოლებს შორის გამოცდილების გაზიარებასაც ისახავდა მიზნად.

შეგვიძლია თუ არა ფინანსური განათლება ვასწავლოთ ორიგინალური მიდგომებით, მათ შორის, ლიტერატურის გამოყენებით? როგორ შეიძლება ვასწავლოთ? რა შედეგები შეიძლება მივიღოთ?

ამ შეკითხვებზე 43 სკოლის 54 მასწავლებელი დაფიქრდა, იმუშავა, ღონისძიება განახორციელა და მისი აღწერა გაგვიზიარა. 

ჩვენს გვერდზე ავტვირთეთ ყველა ის რესურსი, რომელიც ფაილის სახით გაზიარდა ჩვენთან და მეტნაკლებად აკმაყოფილებდა კონკურსის ფორმატს და პირობებს. გვაქვს მოლოდინი, რომ ის სხვა მასწავლებლებისთვის პირდაპირ ან იდეის დონეზე გამოყენებადი იქნება. ამასთან, მოწოდებული ნამუშევრები ფინედუს მხრიდან შინაარსობრივად არ დარედაქტირებულა და შესაძლოა საჭიროებდეს შემდეგ დამუშავებას კლასის საჭიროებებისა და სპეციფიკისთვის მოსარგებად.

ფინედუ მადლობას გიხდით ყველა ჩართულ მასწავლებელს და სკოლას საერთო საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

გამოყენებული აქტივობების აღმწერი ფაილები PDF ფაილის სახით შეგიძლიათ იხილოთ და გადმოტვირთოთ ამ ბმულიდან