12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, ამ თარიღისადმი მიძღვნილი კონკურსი „ახალგაზრდები მოსწავლეებისათვის" დასრულდა.
კონკურსის ორგანიზატორი იყო საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინედუ (ფინანსური განათლების ვებპორტალი www.finedu.gov.ge), ხოლო პროექტს მხარდაჭერას უწევდნენ სს "საქართველოს ბანკი", სს "თიბისი ბანკი", სს "კრედო ბანკი", სს "ბაზის ბანკი", სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი", ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" და კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტი. კონკურსმა სტარტი 2022 წლის 12 ივლისს აიღო და სწორედ 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს დასრულდა.
ფინალის თორმეტმა მონაწილემ , ჟიურის საკუთარი იდეები წარუდგინა და მათს კითხვებსაც უპასუხა.
ექვსი წევრისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, თითოეული გამომსვლელი კონკურსის პირობებით დადგენილი კრიტერიუმებით შეაფასა და გამარჯვებულებიც გამოავლინა.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის, „ახალგაზრდები მოსწავლეებისთვის“ გამარჯვებულები არიან:
- პირველი ადგილი - ქეთევან მაჭავარიანი. ფულადი პრიზი 3,000 ლარი, პრიზს გადასცემს - სს „საქართველოს ბანკი“;
- მეორე ადგილი - ბექა დიასამიძე. ფულადი პრიზი 2,000 ლარი, პრიზს გადასცემს სს „ბაზის ბანკი“;
- მესამე ადგილი - ნიკა ბერიძე. ფულადი პრიზი 1,000 ლარი, პრიზს გადასცემს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“;
- მეოთხე ადგილი - ელენე წიქარიშვილი. ფულადი პრიზი 1,000 ლარი, პრიზს გადასცემს სს „კრედო ბანკი“;
- მეხუთე ადგილი - მარიამ დადუნაძე. ფულადი პრიზი 1,000 ლარი, პრიზს გადასცემს - სს „თიბისი ბანკი“.
საქართველოს ეროვნული ბანკის გუნდმა დამატებით სამი რჩეული გამოავლინა, რომელთაც შესთავაზებს 3-თვიან არაანაზღაურებად სტაჟირებას მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის ფინანსური განათლების განყოფილებაში.
ფინედუ გილოცავთ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ყველა ახალგაზრდას, მათ შორის, კონკურსის მონაწილეებს, წარმატებასა და არაერთ გამარჯვებას გისურვებთ.
ღონისძიების ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.