კონკურსის პირობების თანახმად, ნამუშევრების მიღება დასრულდა 26 ივლისს. კონკურსის ფარგლებში სულ 57 ნამუშევარი შემოვიდა.
ჟიურიმ ნამუშევრები კონკურსით დადგენილი პირობებისა და კრიტერიუმების შესაბამისად შეაფასა და 12 ფინალისტი გამოავლინა:
- ბალუხაშვილი გულნაზი - გულნაზი ბალუხაშვილის ნამუშევარი
- ბერიძე ნიკა - ნიკა ბერიძის ნამუშევარი
- დადუნაძე მარიამ - მარიამ დადუნაძის ნამუშევარი
- დიასამიძე ბექა - ბექა დიასამიძის ნამუშევარი
- თუთბერიძე თინათინ - თინათინ თუთბერიძის ნამუშევარი
- მაჭავარიანი ქეთევან - ქეთევან მაჭავარიანის ნამუშევარი
- ნიშნიანიძე ნია - ნია ნიშნიანიძის ნამუშევარი
- სარიშვილი ანა - ანა სარიშვილის ნამუშევარი
- ქირია ნინო - ნინო ქირიას ნამუშევარი
- შელია ნინო - ნინო შელიას ნამუშევარი
- შენგელია ნიკოლოზ - ნიკოლოზ შენგელიას ნამუშევარი
- წიქარიშვილი ელენე - ელენე წიქარიშვილის ნამუშევარი
ფინალში გასული მონაწილეები, 12 აგვისტოს ჟიურის წინაშე თავად წარადგენენ საკუთარ იდეებს და უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს. იმავე დღეს, გამოვლინდება 5 გამარჯვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის სამი რჩეული.
ფინალური ტურის მიმდინარეობის დეტალები:
ფინალური ტური გაიმართება 12 აგვისტოს, 12:00-დან 15:30-მდე;
ფინალური ტური გაიმართება საქართველოს ეროვნულ ბანკში მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქუჩა #2.
ფინალური ტურში გადასულ მონაწილეებს ფინალური პრეზენტაციებისთვის შერჩეული თემისა და სეგმენტის დასახელება მათ მიერ დაფიქსირებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიეწოდებათ.
თითოეულ ფინალისტს დაეთმობა 4 წუთი პრეზენტაციისათვის და 3 წუთი ჟიურის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.
გამომსვლელთა პრეზენტაციების დასრულებისთანავე ჟიურის წევრების ჯამური შეფასების საფუძველზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
ფინედუ და კონკურსის მხარდამჭერები წარმატებას ვუსურვებთ კონკურსის ყველა მონაწილეს.