სწორედ ახალგაზრდების იდეების წასახალისებლად, ასევე, ფინანსური განათლების საკითხების ახალგაზრდობის სეგმენტზე მორგებული გზებისა და მეთოდების დასაინიცირებლად ცხადდება გუნდების კონკურსი სახელწოდებით "ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის".
კონკურსის ფარგლებში 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისგან შემდგარმა გუნდებმა თავისივე თაობის ახალგაზრდებისათვის შერჩეულ სეგმენტზე ფინანსური განათლების საკითხების ეფექტურად სწავლების იდეები უნდა წარმოადგინონ.
კონკურსი ტარდება სს "თიბისი ბანკის", სს "ბაზის ბანკისა" და ააიპ საქართველოს საბანკო ასოციაციის ჩართულობით.
ნამუშევრების მიღება დაიწყება 12 აგვისტოს და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
კონკურსის ფინალური ეტაპი კი 17 ოქტომბერს ჩატარდება, რომელზეც კონკურსის ჟიური 3 გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს.
თითოეულ გამარჯვებულ გუნდს 1,000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზი გადაეცემა.
1999 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. აღნიშნული თარიღიდან ეს დღე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება და ახალგაზრდების პრობლემების, მათი იდეებისა და ინიციატივების განხილვას ეძღვნება.
კონკურსის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.