ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა კონკურსში?
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 2-4 მოსწავლისგან შემდგარ გუნდს;
- მოსწავლეები უნდა იყვნენ VII-XII კლასებში;
- გუნდს უნდა ჰყავდეს მასწავლებელი ან მენტორი;
- გუნდს უნდა ჰქონდეს სახელი.
რა თემაზე უნდა იყოს კომიქსი?
კომიქსი უნდა ეხებოდეს კიბერუსაფრთხოებას და/ან ფინანსურ უსაფრთხოების ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე თემას. კერძოდ:
- ფიშინგი და თაღლითური შეტყობინებები;
- პაროლები და ანგარიშების დაცვა;
- პირადი მონაცემების დაცვა;
- ფინანსური თაღლითობები;
- ონლაინ შოპინგის უსაფრთხოება;
- საჯარო Wi-Fi-ის რისკები;
- საბანკო ბარათებისა და ანგარიშების დაცვა.
სად შეიძლება მოვიძიოთ სასარგებლო ინფორმაცია შესაქმნელი კომიქსის თემებზე?
ფინანსური უსაფრთხოების არსისა და კიბერუსაფრთხოების რჩევებისთვის სასარგებლო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
- ფინედუს ფინანსური უსაფრთხოების კატეგორიაში;
- ფინედუს YouTube არხზე;
- ფინედუს ბეჭდური მასალებიდან ნახოთ საბავშვო კომიქსებს ფინანსური განათლების შესახებ.
როგორი უნდა იყოს კომიქსის კადრები?
- კომიქსი უნდა შეიცავდეს 4-დან 12-მდე კადრს;
- მისაღებია როგორც ცალკეული კადრის წარმოდგენა ცალკე გვერდზე, ისე რამდენიმე კადრის გაერთიანება ერთ გვერდზე;
- გვერდების ორიენტაცია სასურველია (ე.წ Layout Orientation) ვერტიკალური (ე.წ. Portrait);
- კადრები უნდა განლაგდეს ისე, რომ თანმიმდევრობა ადვილად აღქმადი იყოს;
- ყველა კადრი/გვერდი უნდა გაერთიანდეს ერთ PDF ფაილად.
როგორი უნდა იყოს კომიქსის სიუჟტი?
კომიქსი უნდა მოიცავდეს: პერსონაჟ(ებ)ს, დიალოგებს, პრობლემას, რჩევებს და აჩვენებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ ან ორივე ალტერნატივას
- გონივრული ქცევა/ სწორ გადაწყვეტა და აცილებული საფრთხე;
- ან არაგონივრული ქცევა/არასწორი გადაწყვეტას და დამდგარი არასასურველი შედეგი.
რა ენაზე უნდა იყოს კომიქსის ტექსტი?
- კომიქსში გამოყენებული დიალოგის ტექსტები უნდა იყოს ქართულ ენაზე.
კომიქსის კადრები ხელით უნდა დაიხატოს თუ ციფრულად?
- კომიქსი შეიძლება იყოს როგორც ხელით შესრულებული, ისე ციფრულად შექმნილი.
რა შეზღუდვა აქვს კომიქსის ფაილის ზომას?
- სასურველია კომიქსის PDF ფაილი არ აღემატებოდეს 5 MB-ს;
- უფრო დიდი ფაილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ პლატფორმები, როგორიცაა Google Drive ან WeTransfer.
სად უნდა გაიგზავნოთ კომიქსი?
კომიქსი/კომიქსის ბმული უნდა გაიგზავნოს ელ. ფოსტაზე:
რა უნდა მიეთითოს ელექტრონულ წერილში?
ელექტრონულ წერილში უნდა მიეთითოს:
- გუნდის სახელი;
- მონაწილეების სახელები და კლასები;
- მენტორის/მასწავლებლის სახელი და გვარი;
- მონაწილეების სკოლა (ან სკოლები).
რა უნდა ეწეროს ელექტრონული წერილის სათაურში?
- ელექტრონული წერილის სათაურში (Subject) უნდა ეწეროს: „კონკურსი - ისაუბრე ფულზე, ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე“.
როდის არის კომიქსის მიღების ბოლო ვადა?
- კონკურსში ერთვებიან მხოლოდ 2026 წლის 27 აპრილის ჩათვლით კომიქსები.
როდის გამოცხადდებიან ფინალისტები?
- ფინალისტები გამოცხადდებიან 2026 წლის 08 მაისს.
როდის გამოვლინდებიან გამარჯვებულები?
- გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2026 წლის 15 მაისს.
როგორ შეირჩევა „მომხმარებლის რჩეული“?
- გამარჯვებული გამოვლინდება Facebook-ზე რეაქციების რაოდენობის მიხედვით (დათვლილი 14 მაისის 17:00 საათამდე).
რა იქნება დასტური, რომ კომიქსი მიღებულია?
- კომიქსის მიღების დასტურად მასწავლებელი ან მენტორი 2 სამუშაო დღის განმავლობაში ელექტრონული წერილის პასუხად მიიღებს პასუხს. სხვა შემთხვევაში კომიქსი მიღებულად არ ჩაითვლება.