„ჯეოლაბის“ ორგანიზებით, ფინანსური განათლების პორტალ "ფინედუ"-სა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის დისტანციური კრეათონი გაიმართა.
კრეათონის მიზანი იყო ახალგაზრდებში აგრომეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური განათლების საკითხების პოპულარიზაცია და იმ თემების წარმოჩენა, რაც ბიზნესის განვითარებისას სწორ/გონივრულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს განაპირობებს.
აგრომეწარმეებისთვის განკუთვნილ ბროშურასა „მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები“ და ამავე ბროშურის ვიდეოში წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობითა და შთაბეჭდილებებით, ახალგაზრდა მონაწილეებმა საკუთარ ნამუშევრებში აგრობიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხების შესახებ მათივე ხედვები და იდეები წარმოადგინეს.
კრეათონის დასასრულს ჟიურის მიერ გამოვლინდა სამი საუკეთესო ნამუშევარი. ყველა მათგანს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ, ხოლო პირველ ადგილზე გასული მონაწილე, დამატებითი საჩუქრის სახით მიიღებს შესაძლებლობას, გაიაროს ჯეოლაბის მიერ ორგანიზებული UI/UX დიზაინის 3-თვიანი ტრენინგკურსი.
პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ფინედუ-ს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და „სამოქალაქო განვიტარების სააგენტო“ CIDA-ს მხარდაჭერით. პროექტი დაფინანსებულია "მეწარმეობის აკადემიის" European Fund for Southeast Europe (EFSE)-ს მიერ, რომელსაც მხარს უჭერს "ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის" განვითარების პროგრამა (EFSE DF).
გთავაზობთ კრეათონის გამარჯვებულთა ნამუშევრებს:
1-ლი ადგილი - ნიკა ხუციშვილი
მე-2 ადგილი - სალომე ჭინჭარაული
ნამუშევრის სრულად ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე
მე-3 ადგილი - თამთა მელაშვილი