ეს კალკულატორი შესაძლებლობას მოგცემთ დაითვალოთ ობლიგაციის სარგებლიანობის დონე ვადამდე ფლობისას რომელიც მოცემულია წლიურად. კერძოდ, თქვენ აფასებთ ობლიგაციიდან მიღებულ სარგებელს, თუ მის ფლობას აპირებთ ობლიგაციის დაფარვის ვადამდე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რადგან კუპონის განაკვეთის ველის შეყვანა აუცილებელია, ეს კალკულატორი არ მიესადაგება ობლიგაციებს, რომელთა კუპონის განაკვეთი უდრის 0-ს.
გაითვალისწინეთ, რომ კალკულატორები ეფუძნება გარკვეულ დაშვებებს და გამოთვლები საორიენტაციოა. კონკრეტული შემთხვევებისთვის, მნიშვნელოვანი იქნება დასკვნების გამოტანამდე თუ გადაწყვეტილებების მიღებამდე, სხვა დამატებით, სპეციფიკური ფაქტორების გათვალისწინება.
კალკულატორი იყენებს წლიურ მონაცემებს; განსხვავებული პერიოდულობის/გადახდის სიხშირის (ნახევარწლიური, კვარტლური, თვიური, დღიური) შემთხვევაში, საჭირო იქნება ცვლადების(ზრდის განაკვეთი, ანუიტეტის ხანგრძლივობა, ყოველწლიური გადახდები) შესაბამისად დაკორექტირება.