კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საპროცენტო განაკვეთი

ფინანსური კალკულატორი წარმოადგენს ძირითად ფინანსურ საბაზისო კალკულატორს, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იგი მოარგოთ სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტს და დაითვალოთ ისეთი ცვლადები როგორებიცაა მომავალი ღირებულება, მიმდინარე ღირებულება, პერიოდული გადახდის ღირებულება, პერიოდულობა (წლების რაოდენობა), საპროცენტო განაკვეთი. ეს კალკულატორი დაგეხმარებათ ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებაში. 

გაითვალისწინეთ ღირებულების ათვლის მომენტი და გადახდის ტიპი (გასავალია თუ შემოსავალი) და მონაცემებს შეუსაბამეთ ნიშნები (+/-). მაგალითად თუ მონაცემი წარმოადგენს გასავალს დაწერეთ უარყოფითი რიცხვი (დაწერეთ მინუსი რიცხვის წინ), ხოლო თუ რიცხვი წარმოადგენს შემოსავალს შეიყვანეთ დადებითი რიცხვი.

გაითვალისწინეთ, რომ კალკულატორები ეფუძნება გარკვეულ დაშვებებს და გამოთვლები საორიენტაციოა. კონკრეტული შემთხვევებისთვის, მნიშვნელოვანი იქნება დასკვნების გამოტანამდე თუ გადაწყვეტილებების მიღებამდე, სხვა დამატებით, სპეციფიკური ფაქტორების გათვალისწინება.

კალკულატორი იყენებს წლიურ მონაცემებს; განსხვავებული პერიოდულობის/გადახდის სიხშირის (ნახევარწლიური, კვარტლური, თვიური, დღიური) შემთხვევაში, საჭირო იქნება ცვლადების(ზრდის განაკვეთი, ანუიტეტის ხანგრძლივობა, ყოველწლიური გადახდები) შესაბამისად დაკორექტირება.



კალკულატორი პერიოდებად აღიქვამს წლებს.
სამომავლო ფულადი ნაკადების საპროცენტო (ზრდის) განაკვეთით დისკონტირებული მიმდინარე ღირებულება.
ფულადი ნაკადების ჯამური სამომავლო ღირებულება კონკრეტული სამომავლო თარიღისთვის, განსაზღვრული საპროცენტო/ზრდის განაკვეთის გათვალისწინებით;
პერიოდული გადახდის ოდენობა. კალკულატორი გადახდას აღიქვამს წლიურად.
საპროცენტო განაკვეთი