ეს კალკულატორი შესაძლებლობას მოგცემთ დაითავლოთ ობლიგაციის ფასი. კერძოდ, რა ფასად შეგიძლიათ ობლიგაციიის ყიდვა/გაყიდვა დროის კონკრეტულ მომენტში, ობლიგაციის ძირითადი მახასიათებლების გათვალისწინებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რადგან კუპონის განაკვეთის ველის შეყვანა აუცილებელია, ეს კალკულატორი არ მიესადაგება ობლიგაციებს, რომელთა კუპონის განაკვეთი უდრის 0-ს.
გაითვალისწინეთ, რომ კალკულატორები ეფუძნება გარკვეულ დაშვებებს და გამოთვლები საორიენტაციოა. კონკრეტული შემთხვევებისთვის, მნიშვნელოვანი იქნება დასკვნების გამოტანამდე თუ გადაწყვეტილებების მიღებამდე, სხვა დამატებით, სპეციფიკური ფაქტორების გათვალისწინება.
კალკულატორი იყენებს წლიურ მონაცემებს; განსხვავებული პერიოდულობის/გადახდის სიხშირის (ნახევარწლიური, კვარტლური, თვიური, დღიური) შემთხვევაში, საჭირო იქნება ცვლადების(ზრდის განაკვეთი, ანუიტეტის ხანგრძლივობა, ყოველწლიური გადახდები) შესაბამისად დაკორექტირება.