კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

დაზღვევა: მეტი დაცვა და ნაკლები რისკი

დაზღვევა: მეტი დაცვა და ნაკლები რისკი

931
4.5 / 5

წარმოიდგინეთ 5 წლის განმავლობაში აგროვებდით ფულს სასურველი მანქანის შესაძენად, ბევრი იშრომეთ, ცოტას ჭამდით, მეზობლისგან დენს იპარავდით და როგორც იქნა დადგა ის ბედნიერი დღე, როდესაც თქვენი საოცნებო მანქანა იყიდეთ. ჩაასხით მასში საუკეთესო ხარისხის ბენზინი, მგზავრებს ჩააცვით ბახილები და ბედნიერად სეირნობთ ქალაქში. წინ ხედავთ, რომ ორი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს და გიჩნდებათ შემაძრწუნებელი, თავზარდამცემი აზრი, რომ ეს შეიძლება თქვენს მანქანასაც მოუვიდეს. სად არის სამართალი? ვინ არის პასუხისმგებელი იმ საზარელ 5 წელზე, რომელიც თქვენ ამ მანქანისთვის გაიარეთ. 

მაგრამ უცებ გახსენდებათ დაზღვევა. 

ძალიან ბევრი არგუმენტი შეიძლება მოვიყვანოთ იმის ასახსნელად, თუ რატომ უნდა შევიძინოთ დაზღვევა, რა სარგებლობა მოაქვს მას ჩვენთვის, მაგრამ ნათქვამია: ათასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო, ამიტომ დღეს მე მოგიყვებით ისტორიას, რომელიც თავად შემემთხვა და ნათლად დამანახა დაზღვევის როლი დღევანდელ სამყაროში :

ხშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშ - გაისმა მანქანის სწრაფი დამუხრუჭების ხანგრძილი ხმა.

ბუხ!- წამიერმა, მაგრამ ძლიერმა ხმამ შეძრა არემარე. 

მივხვდით, რომ რაღაც უბედურება დატრიალდა. ძმამ შეშფოთებული თვალებით გამომხედა და მანიშნა: შენც გაიგონე?  

მსუბუქი თავის რხევით დავუდასტურე, რომ ნამდვილად ავარია მოხდა ჩვენს სახლთან და ,,ტრადიციისამებრ’’ გავედით გზის პირას, რათა დაგვეკმაყოფილებინა ჩვენი ცნობისმოყვარეობა და საჭიროების შემთხვევაში დავხმარებოდით დაზარალებულებს. 

ჩვენი სახლიდან გზის პირამდე სულ რაღაც 200 მეტრია, მაგრამ ამ მანძილის განმავლობაში დაახლოებით ვხვდებოდით, თუ რა სურათი დაგვხვდებოდა: ორი მოჩხუბარი მძღოლი, რომლებიც ერთმანეთს „ავტორიტეტული“ ახლობლებით აშინებდნენ და კათამობდნენ, ვინ შეაკეთებდა ავტომობილებს. 

ამ ჩხუბის დროს კი, გამშველებელი, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ზარალდებოდა. 

რაც უფრო ვუახლოვდებოდით ავარიის ადგილს, მით უფრო გვაკვირვებდა ის სიწყნარე, რომელიც ეპიცენტრის ადგილიდან მოდიოდა, არანაირი ჩოჩქოლი და დაპირისპირება. თანდათან დავიწყეთ დაეჭვება და ისიც კი გავიფიქრეთ, ნეტა ეს ხმა ხომ არ მოგვეჩვენათქო, მაგრამ არა, სულ ორიოდ წამში თვალმა დაამტკიცა, რომ ყური არ ცდებოდა. 

ორი საკმაოდ ძვირადღირებული ავტომანქანა, თითქოს ერთმანეთის სიყვარულით გაგიჟებულნი გადახვევნიან ერთმანეთს. 

მაგრამ რატომ იყო სიჩუმე? რატომ არავინ არ ჩხუბობდა? რად არ ისმოდა გინება და მუშტი-კრივის ტკბილი ხმა.

ეს უკვე სიახლე იყო და ჩვენში კიდევ უფრო გაიღვიძა ცნობისმოყვარეობამ, მივუახლოვდით განცალკევებულ ჯგუფს, სადაც მძღოლები ღიმილიანი სახით საუბრობდნენ და გავიგონეთ დიალოგი: 

  • შენიც დაზღვეულია? 
  • კი, კი, ახლახანს დავაზღვიე. 

10 წუთის შემდეგ : 

- გამარჯობა, სადაზღვეო კომპანია ,,დაეზღვიე, დაეზღვიე“ გისმენთ. 

 

 

ბლოგი და პოსტერი შემუშავებულია დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის "მეტი დაცვა და ნაკლები რისკი" ფარგლებში.

პოსტერის ავტორია მარი მუმლაძე