კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ტერმინები

  • ინტერნეტბანკი
    დისტანციური მომსახურება, რომლის საშუალებითაც ბანკში მიუსვლელად, ინტერნეტის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის/აპლიკაციის მეშვეობით, შესაძლებელია სასურველი საბანკო ოპერაციის შესრულება ...
  • იპოთეკა

    მოვალის ან მესამე პირის უძრავი ქონების გამოყენება ფულადი ან/და არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად. კრედიტორს, მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ენიჭება ამ უძრავი ქონების განკარგვის უფლება.

  • კომერციული ბანკი
    ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც იღებს დეპოზიტებს, გასცემს სესხებს და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას ...
  • კონფიდენციალურობა

    ეთიკური პრინციპი ან კანონით, ან მხარეთა შორის ხელშეკრულებით დადგენილი პირობა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული სიტუაცია თუ ინფორმაცია არ გახდება საჯარო და იქნება ხელმისაწვდომი მხოლოდ იმ პირ(ებ)ისთვის, რომლ(ებ)ისთვისაც ის არის განკუთვნილი, გარდა კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის სავალდებულოდ გაცემის შემთხვევებისა. 

  • კრედიტის (სესხის) ათვისება

    სესხის თანხის გამოყენება.

  • კრედიტის (სესხის) ძირითადი თანხა

    მსესხებლის მიერ გამსესხებლისგან/კრედიტორისგან სესხის სახით მიღებული თანხა, რომელზეც ხდება პროცენტის დარიცხვა.

  • ლიზინგი

    ქონების სარგებლობაში გადაცემა ხელშეკრულებით, დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე.

  • ლიკვიდობა

    აქტივის ნაღდ ფულად გადაქცევის უნარი/შესაძლებლობა ფასდათმობის, ანუ აქტივის ფასის შემცირების გარეშე. რაც უფრო სწრაფად და მარტივად გაიყიდება აქტივი, მით უფრო მაღალია მისი ლიკვიდობის მაჩვენებელი. შესაბამისად, არსებობს მაღალლიკვიდური და დაბალლიკვიდური აქტივები.

  • ლომბარდი

    ფინანსური დაწესებულება, რომელიც, უძრავი ან/და მოძრავი ქონების დაგირავების სანაცვლოდ, გასცემს სესხებს.

  • მზღვეველი

    სადაზღვევო ორგანიზაცია

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
    (მისო) ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სხვადასხვა ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს: სესხის გაცემას, გზავნილების მიღება-­გაგზავნას, ვალუტის კონვერტაციას და სხვა ...
  • მინდობილობა

    წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც ფიქსირდება, რომ ერთი მხარე უფლებას ანიჭებს მეორე მხარეს, რათა მან მინდობილობაში მითითებული უფლებამოსილების ფარგლებში დადოს გარიგება და შეასრულოს სხვადასხვა მოქმედება მიმნდობი პირის სახელით.

  • მოგება-­ზარალის უწყისი

    ფინანსური დოკუმენტი, რომელშიც ასახულია შემოსავლები და ხარჯები და მათ საფუძველზე დათვლილია მოგება ან ზარალი, რომელიც კომპანიამ გარკვეულ პერიოდში მიიღო.

  • მოსარგებლე

    (სადაზღვევო ხელშეკრულებებში) პირი, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება.