ეროვნული ბანკი და ფინედუ უერთდება ზემოაღნიშნულ კვირეულს და 10-დან 15 მარტის პერიოდში საინფორმაციო კამპანიას და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით სხვადასხვა თემატურ აქტივობას გეგმავს. კამპანია ჩატარდება სლოგანით - იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული.
კვირეულის ფარგლებში ფინედუს ვებგვერდსა და სოციალური ქსელების არხებში დაინიცირდება: მინიკონკურსები, ლაივები სფეროს სხვადასხვა მარეგულირებლების წარმომადგენელთა ჩართულობით, გაზიარდება ბეჭდური მასალა.
საქართველოს საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ 2011 წელს შეიქმნა მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება, რომლის ფუნქციონირების მიზანია ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ამ მიმართულებით, ფინანსური სექტორისთვის არსებული საკანონმდებლო მოთხოვნების აღსრულების მონიტორინგი. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებას შესთავაზა საგანმანათლებლო პლატფორმა - www.finedu.gov.ge რომელიც მომხმარებლებს მიუკერძოებელ და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამის ინფორმაციას აწვდის.