კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ტერმინები

  • განაღდება

    ანგარიშზე არსებული თანხის გამოტანა ბანკომატის ან ფინანსური ორგანიზაციის სერვისცენტრის მეშვეობით. შესაძლებელია არსებობდეს განაღდების ლიმიტი, ანუ თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომლის განაღდებაც 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. 

  • განაღდების საკომისიო

    გადასახადი, რომელიც ბანკომატის ან სერვისცენტრის საშუალებით თანხის გამოტანის დროს ჩამოიჭრება ანგარიშიდან. ზოგიერთ შემთხვევაში საკომისიო შესაძლებელია 0% იყოს.

  • განვადება

    სესხი, რომლის საშუალებითაც, სავაჭრო/მომსახურების ობიექტის  პროდუქტის ან მომსახურების შეძენა ხორციელდება. 

  • გარანტია (საბანკო/სადაზღვევო)

    ვალდებულება, რომელსაც ბანკი/სადაზღვევო ორგანიზაცია იღებს გარიგებაში მონაწილე პირის წინაშე და რომლის თანახმადაც, გარიგების პირობების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავად ბანკი/სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს საგარანტიო თანხას.

  • გირავნობა

    ვალდებულების შესრულების გარანტი, რომლის დროსაც გარანტად წარმოდგენილია მსესხებლის მოძრავი და/ან არამატერიალური ქონება. ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის და/ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, დამგირავებელს შეუძლია თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს დაგირავებული ნივთის რეალიზაციით (გაყიდვით) და/ან საკუთრებაში გადაცემით.

  • გრანტი

    გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახრები ფულაადი ან ნატურალური ფორმით. გრანტი როგორც წესი,  გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.

  • დაზღვევა

    ურთიერთობა, რომელიც მყარდება მომხმარებლის პირადი ან ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ. დაზრვევის დახმარებით შესაძლებელია პოტენციური რისკების რეალიზების შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ზარალის შემცირება ან სრულიად თავიდან არიდება. დაზღვევით სარგებლობენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. 

  • დაზღვევის აგენტი

    პირი, რომელიც მზღვეველის სახელით სთავაზობს მომხმარებლებს დაზღვევას

  • დაზღვევის ობიექტი

    ქონებრივი ან პირადი ინტერესი, რომლის დაზღვევაც ხორციელდება;

  • დაზღვეული

    პირი, რომელიც  დაზღვეულია. დამზღვევი და დაზღვეული ერთი და იგივე პირია, თუ სხვა რამ არ არის მითითებული.

  • დამზღვევი

    პირი, რომელმაც შეიძინა დაზღვევა.

  • დეპოზიტი
    (ანაბარი) - თანხის მფლობელი პირის (დეპოზიტორი, მეანაბრე) მიერ საფინანსო დაწესებულებაში (დეპოზიტარი) თანხის უკან დაბრუნების პირობით განთავსებული თანხა ...
  • დეპოზიტი ვადიანი
    წინასწარ განსაზღვრული ვადით გახსნილი დეპოზიტი. ...
  • დეპოზიტი ზრდადი
    ვადიანი დეპოზიტის ნაირსახეობა, რომელიც სავალდებულო ან ნებაყოფლობითი სახით ითვალისწინებს დამატებითი შენატანების განხორციელების (დეპოზიტის თანხის ზრდის) შესაძლებლობას. ...