ტერმინები
ფრანშიზა
თანხის ის ოდენობა, რომელსაც მზღვეველი არ ანაზღაურებს.
- უპირობო ფრანშიზა - თანხა, რომელიც აკლდება ასანაზღაურებელ ოდენობას თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს. მზღვეველი არ გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას თუ ზიანი ფრანშიზის ოდენობაზე ნაკლებია;
- პირობითი ფრანშიზა - თანხა, რომლის ფარგლებშიც დამდგარი ზიანი თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს არ ანაზღაურდება, თუმცა, თუ ზიანმა გადააჭარბა პირობითი ფრანშიზის ოდენობას, მზღვეველი გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას სრულად.