ტერმინები
საკრედიტო ისტორია
საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი ინფორმაცია მსესხებლის (როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის) მიმდინარე და დაფარული ვალდებულებების შესახებ. როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მათი ვალდებულებების შესახებ საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროში დაცული ინფორმაცია.