კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

  • სადებეტო ბარათი

    ბარათი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საბარათე/მიმდინარე ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვა.

  • საკომისიო

    სხვადასხვა პროდუქტით/მომსახურებით სარგებლობისათვის მომხმარებლისთვის დაწესებული გადასახადი, რომლის ოდენობა და გადახდის წესიც განისაზღვრება ხელშეკრულებით. 

  • საკრედიტო ბარათი

    ბარათი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია საკრედიტო დაწესებულების მიერ მისთვის გამოყოფილი (ანუ ნასესხები) თანხის განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში განკარგვა/გახარჯვა.  

  • საკრედიტო ისტორია

    საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი ინფორმაცია მსესხებლის (როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის) მიმდინარე და დაფარული ვალდებულებების შესახებ. როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მათი ვალდებულებების შესახებ საკრედიტო-­საინფორმაციო ბიუროში დაცული ინფორმაცია.

  • საკრედიტო ლიმიტი

    კრედიტის წინასწარ შეთანხმებული მაქსიმალური ან მინიმალური ზღვარი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია თანხის ათვისება/გახარჯვა.

  • საკრედიტო ხაზი

    საკრედიტო პროდუქტი, რომლის საფუძველზეც მსესხებელს ეძლევა შესაძლებლობა, გარკვეული ლიმიტის ფარგლებში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადითა და პირობებით, პერიოდულად გამოიყენოს კრედიტის თანხა.

  • საკრედიტო ხელშეკრულება

    ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს გამსესხებლისა და მსესხებლის საკრედიტო ურთიერთობას. 

  • საპროცენტო სარგებელი

    დეპოზიტის შემთხვევაში: დეპოზიტზე დარიცხული სარგებელი; სესხის შემთხვევაში: კრედიტით სარგებლობის სანაცვლოდ მსესხებლის მიერ სესხის გამცემი ორგანიზაციისთვის გადახდილი თანხა. პროცენტის სახით გამოსახულ სარგებელს საპროცენტო განაკვეთი ეწოდება. 

  • საშეღავათო პერიოდი
    საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც მსესხებელს არ უწევს სესხის ძირითადი თანხის გადახდა. ზოგ შემთხვევაში, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მსესხებელს შესაძლოა პროცენტის გადახდაც არ უწევდეს ...
  • სესხი

    თანხა, რომელსაც მსესხებელი გამსესხებლისგან ვალის სახით იღებს წინასწარ შეთანხმებული პირობით, რომელიც მოიცავს თანხის დაბრუნების ვადებს, საპროცენტო განაკვეთებსა და სხვა პარამეტრებს.

  • სესხი არაუზრუნველყოფილი

    სესხი, რომელიც გაცემულია უზრუნველყოფის (გირავნობა, იპოთეკა, თავდებობა, საბანკო გარანტია ან სხვ.) გარეშე.

  • სესხი უზრუნველყოფილი

    სესხი, რომლის აღებაც ხორციელდება უძრავ­-­მოძრავი ქონების, დეპოზიტის ან თავდების უზრუნველყოფით.

  • სესხის გაცემის საკომისიო

    საფინანსო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული სესხის გასაცემად გაწეული ფინანსური ხარჯი.

  • სესხის დამტკიცება

    სესხის გაცემასთან დაკავშირებით საფინანსო დაწესებულების თანხმობა/დადებითი გადაწყვეტილება.