23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით ფინედუს ფეისბუქგვერდზე საინტერესო კონკურსი ცხადდება.
კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კონკურსი დაიწყება მისი გამოქვეყნებისთანავე და დასრულდება მას შემდეგ, რაც გამოვლინდება გამარჯვებული.
ქვემოთ წარმოგიდგენთ კონკურსის პირობებსა და გამარჯვებულებისათვის დაწესებულ პრიზებს.
რაში მდგომარეობს კონკურსის პირობა?
- ფინედუს ვებგვერდზე ტექსტებში გაბნეულია 3 ფრაზა, ცნობილი ადამიანების 3 გამონათქვამი წიგნთან ან ზოგადად, ლიტერატურასთან დაკავშირებით;
- ეს ფრაზები დამატებითი მინიშნებების გარეშე, და სრულიად უადგილოდაა მიწერილი მენიუს ტექსტებს. კონკურსანტებმა სწორედ ეს ფრაზები უნდა იპოვონ;
- ეს ფრაზები გაბნეულია შემდეგი მენიუების ტექსტებში: "პირადი ფინანსების მართვა", "დაზოგვა" და "სესხება";
- გამარჯვებისათვის საჭიროა, კონკურსის პირობების შესაბამის ფეისბუქპოსტის კომენტარად კონკურსანტმა დაწეროს: ნაპოვნი ფრაზა, ფრაზის ავტორი და ბმული ფინედუს გვერდიდან, რომელზეც ეს ფრაზა იქნა ნაპოვნი.
როგორ გამოვლინდებიან გამარჯვებულები?
- გაიმარჯვებს კონკურსანტი, რომელიც ყველაზე სწრაფად იპოვის და სამივე ფრაზას და კომენტარში მიუთითებს: ფრაზას, ფრაზის ავტორს და ფინედუს იმ გვერდის ბმულს, სადაც იპოვა ეს ფრაზა;
- შესაძლებელია ფრაზების მითითება როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთ კომენტარად;
- თუ ფრაზის პოვნისთანავე კომენტარებს ცალ-ცალკე დაწერთ, პასუხის დაფიქსირების დროდ ჩაითვლება ბოლო სწორი პასუხის დაფიქსირების დრო;
- არ გაითვალისწინება დარედაქტირებული (edited) კომენტარები.
რას მოიგებენ გამარჯვებულები?
კონკურსანტი, რომელიც სამივე სწორ პასუხს ყველაზე სწრაფად დააფიქსირებს, მიიღებს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო წიგნ-ბროშურების ნაკრებს. ფინედუ-ს თემატიკით ბრენდირებულ წიგნის სანიშნსა და ჰუდს. თავის მხრივ ნაკრები 5 პუბლიკაციისგან შედგება:
- "მოგზაურობა ფულის სამყაროში",
- "ფინანსური განათლების სახელმძღვანელო",
- კომიქსი პატარებისათვის "დაგროვების ამბავი",
- "ფინანსური განათლება მარტივად" და
- "ჯიბის ფინანსისტი".
წიგნი-ბროშურების ნაკრებითა და წიგნის სანიშნით დამატებით დაჯილდოვდებიან ის კონკურსანტებიც, რომელთა კომენტარში იქნება არასრული პასუხი (ინფორმაცია მხოლოდ 1 ან 2 ფრაზაზე), მაგრამ მინიმუმ ერთი სწორი პასუხი მაინც იქნება სხვა კონკურსანტებზე ადრე დასახელებული.
ფინედუ ყველა კონკურსანტს უსურვებს გამარჯვებას, ასევე, არაერთ საინტერესო მოგზაურობასა და თავგადასავალს როგორც წიგნების სამყაროში, ისე, ფინედუს კონკურსებშიც.