საქართველოს ეროვნული ბანკი მის მიერ დაარსებული საგანმანათლებლო პლატფორმის, ფინედუს ორგანიზებით 2023-2024 სასწავლო წლის II სემესტრის განმავლობაში ტრადიციულად, ყოველ პარასკევს მოსწავლეებს მასპინძლობდა .
ეროვნული ბანკის სათავო ოფისს ყოველ კვირას VIII-XII კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ, რომლებსაც მათ ასაკსა და ინტერესებზე მორგებული ინტერაქციული ტრენინგები უტარდებოდათ. ფინედუს გუნდის თანამშრომლები მოსწავლეებს ესაუბრებოდნენ დაზოგვის, ბიუჯეტირების, საბანკო პროდუქტების, ფინანსური სისტემის, ფინანსური უსაფრთხოებისა და სხვა საინტერესო საკითხებზე. შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, შეესრულებინათ სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშო და ემსჯელათ მათთვის აქტუალურ ფინანსურ საკითხებზე. ეროვნული ბანკს სტუმრობდნენ არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებიც. შეხვედრების ორგანიზება ხდებოდა დაინტერესებული მასწავლებლების ინიცირებით. ისინი ვიზიტებს გეგმავდნენ როგორც ცალკეული კლასების, ისე სკოლებში არსებული ფინანსური განათლების კლუბების მოსწავლეებისათვის.
2024 წლის დასაწყისიდან ეროვნულ ბანკს ესტუმრნენ შემდეგი სკოლები:
სსიპ - ქ. თბილისის N 150-ე საჯარო სკოლა (მასწავლებელი - ხათუნა ზაბახიძე)
სსიპ - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. თბილისის N 212-ე საჯარო სკოლა (მასწავლებელი - ნათია იაშაღაშვილი)
სსიპ - ქ. თბილისის N 126-ე საჯარო სკოლა (მასწავლებელი - ნინო ბაიდოშვილი)
სსიპ - ქ. ბოლნისის N მე-5 საჯარო სკოლა (მასწავლებელი - იზი არზუმანიდუ)
შპს სკოლა „თამარიონი“ (მასწავლებელი - ეთერ ლუკაშვილი)
შპს თავისუფალი სკოლა (მასწავლებელი - რუსკა კილასონია)
სსიპ - ქ. თბილისის N 92-ე საჯარო სკოლა (მასწავლებელი - თეა გიგაური)
ხაშურის რ-ნი სოფ. ქემფრის საჯარო სკოლა (მასწავლებელი - სოფიკო რთველიაშვილი)
სსიპ - ქ. თბილისის N 195-ე საჯარო სკოლა (მასწავლებელი - ანა ბობილევა)
კერძო სკოლა „ინტელექტი“ (მასწავლებელი - თიკო არსენიძე)
ქ. დედოფლისწყაროს N 1-ელი საჯარო სკოლა (მასწავლებელი - მაია ლაპიაშვილი)
ააიპ "საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახ.სკოლა" (მასწავლებელი - ირინა მიქავა)
შპს სკოლა "ლილე" (მასწავლებელი - საბა ნათენაძე)
ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია (მასწავლებელი - ნინო შუხოშვილი)
სსიპ - ქ. თბილისის N 133-ე საჯარო სკოლა (მასწავლებელი - ხატია ჭალიძე)
კერძო სკოლა მერმისი (მასწავლებელი - თიკო არსენიძე)
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის N 42-ე საჯარო სკოლა (მასწავლებელი - მირანდა კაპანაძე)
სსიპ - აკაკი კივილაძის სახელობის ქალაქ თბილისის N მე-8 საჯარო სკოლა (მასწავლებლები - თამარ კუსიანი და თეონა მაისურაძე)
სსიპ - ქ. თბილისის N 150-ე საჯარო სკოლა (მასწავლებელი - ლეილა მენთეშაშვილი)
სსიპ - მეჯვრისხევის საჯარო სკოლა (მასწავლებელი - ეკატერინე ელკანისვილი)
ააიპ "საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახ.სკოლა"(მასწავლებელი - ირინა მიქავა)
სსიპ - ქ. თბილისის N 179-ე საჯარო სკოლა (მასწავლებელი - ლელა მუშკოპიშვილი)
ფინედუს გუნდი მადლობას უხდის მასწავლებლებს დაინტერესებისათვის, მოსწავლეებს კი ტრენინგებში აქტიური ჩართულობისა და საინტერესო შეკითხვებისათვის.
ეროვნულ ბანკში მოსწავლეების საგანმანათლებლო აქტივობების პროექტი 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2024 წლის ივლისში დასრულდა. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკს 1000-მდე მოსწავლე ეწვია. სამომავალოდ ფინედუ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კვლავ არაერთ საინტერესო ღონისძიებას შესთავაზებს.