კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები სტუმრობდნენ

ტრადიციულად, მიმდინარე ზაფხული საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალის www.fineud.gov.ge „ფინედუ“-სათვის ახალგაზრდებისადმი მიძღვნილი აქტივობებით გამორჩეული პერიოდია.

ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების  თანამშრომლები შაორის ახალგაზრდულ ბანაკს  ესტუმრნენ და საინფორმაციო ინტერაქციული ტრენინგები ჩაატარეს. აღნიშნული შეხვედრები სამ ნაკადთან ჩატარდა და 300-მდე ახალგაზრდა მოიცვა. ფინედუს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ეროვნული ბანკის საქმიანობა გააცნეს და ფინანსური განათლების შესახებ ესაუბრნენ. დისკუსია გაიმართა ფინანსების მართვის, დაზოგვის და ბიუჯეტირების გამოწვევებსა და მნიშვნელობაზე, საუბარი ასევე შეეხო დაზღვევას, ფინანსურ თაღლითობას, საბანკო პროდუქტებსა და მომხმარებლის უფლებებს. საგანმანათლებლო სესიების განმავლობაში ახალგაზრდებს ჰქონდათ საშუალება, მიიღოთ მონაწილეობა ფინანსური განათლების სახალისო და ცოდნის შემამოწმებელ ქვიზებში, რომლის გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები, ფინედუს ბრენდირებული ნივთები, გადაეცათ.

 “შაორის ახალგაზრდული ბანაკის” სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ეგიდით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მთავარ მიზანს ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება წარმოადგენს. ბანაკის პროგრამა დატვირთულია სხვადასხვა თემატური ღონისძიებით, მათგან ერთ-ერთ თემას  ფინანსური განათლება წარმოადგენდა. 2024 წელს აღნიშნული ბანაკი 161 ივლისს გაიხსნა და ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 800-მდე სტუდენტს 8 ნაკადად უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნული ბანკსა და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ თანამშრომლობა ხორციელდება ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სეგმენტი ახალგაზრდობაა.