კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

სების თანამშრომლების საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს (www.finedu.gov.ge) მიერ ორგანიზებული სტუდენტური კონკურსის „მარეგულირებლის დილემა“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. 

შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 12 გუნდის 45 -მა სტუდენტმა. მონაწილეებს სების 5 დეპარტამენტის წარმომადგენელმაწარუდგინეს ცენტრალური ბანკის საქმიანობა, გამოწვევები და მანდატი თავიანთი დეპარტამენტის ჭრილში, ასევე, უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს.  „მარეგულირებლის დილემა“ სტუდენტური კონკურსია, რომლის მიზანია ახალგაზრდებში გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების წახალისება და ცენტრალური ბანკის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ის 8 ოქტომბერს გამოცხადდა და 5 დეკემბერს დასრულდება.

კონკურსი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში დაიგეგმა და ის ბაზისბანკის, თიბისი ბანკის , მიკრო ბანკი ემბისისა და  კრედო ბანკის მხარდაჭერით ტარდება.