.jpg) 
                	
            	
           	
შეხვედრისას უძღვებოდნენ ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილებისა და USAID-ის ძლიერი სოფლის პროექტის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილული იყო პირადი ფინანსების მართვის თავისებურებები და გამოწვევები, ასევე, ბიუჯეტირების, დაზოგვისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხები.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ USAID -ის ძლიერი სოფლის პროექტის წარმომადგენლისგან საგრანტო პროექტზე მნიშვნელოვანი დეტალები მოესმინათ.
ვიზიტის დასასრულს სტუმრები აღნიშნავდნენ, რომ შეხვედრამ საშუალება მისცათ საკითხებისთვის განსხვავებულად შეეხედათ და მათთვის საჭირო და საინტერესო დეტალებზე ემსჯელათ.
 
				 
			 
	 
.jpg&dimension=308x231&x=&y=) 
	.jpg&dimension=308x231&x=&y=) 
	.jpg&dimension=308x231&x=&y=) 
	.jpg&dimension=308x231&x=&y=) 
	.jpg&dimension=308x231&x=&y=) 
	.jpg&dimension=308x231&x=&y=)