კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საქართველოს ეროვნული ბანკის კონკურსის „მარეგულირებლის დილემა“ გამარჯვებული სტუდენტური გუნდები ცნობილია

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ მიერ ინიცირებული კონკურსი სტუდენტებისათვის „მარეგულირებლის დილემა“ დასრულდა.

კონკურსი მიზნად ისახავდა სტუდენტებში ცენტრალური ბანკის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მათში გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების წახალისებას.  კონკურსის ფარგლებში სტუდენტთა გუნდებმა განიხილეს ცენტრალური ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული დილემები და ჟიურის წევრებისთვის გადაწყვეტის საკუთარი გზები შესთავაზეს.

კონკურსში მონაწილეობდა  14 გუნდის 67 სტუდენტი, საქართველოს 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. 

  კონკურსი ორ ეტაპად წარიმართა. პირველ რაუნდში სტუდენტებმა განიხილეს დილემა „ფინანსური დისციპლინა თუ სოციალური პასუხისმგებლობა“. ჟიურის შეფასების შედეგად მონაწილე 14 გუნდიდან ფინალურ ეტაპზე 5 გუნდი გადავიდა.

გასცნობოდნენ  ეროვნული ბანკის საქმიანობას. 

სების სხვადასხვა დეპარტამეტნის წარმომდგენლებმა კონკურსის მონაწილეებს გააცნეს ცენტრალური ბანკის საქმიანობა, გამოწვევები და უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს.

5 დეკემბერს გაიმართა, დასკვნითი, ფინალური რაუნდი და ეროვნული ბანკის 9 თანამშრომლისგან წარმოდგენილი ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულებიც, კერძოდ: 

  • პირველი ადგილი - გუნდი „The basel bros“, თავისუფალი უნივერსიტეტი;
  • მეორე ადგილი - გუნდი „Fractal“, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • მესამე ადგილი - გუნდი „Finlock“, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

კონკურსი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ (www.finedu.gov.ge) ინიციატივით დაიგეგმა და ბაზისბანკის, თიბისი ბანკის , მიკრო ბანკი ემბისისა და  კრედო ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა.