კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საქართველოს ეროვნულ ბანკში გიორგი კეკელიძესთან შეხვედრა იგეგმება

საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინედუზე გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსის ფარგლებში  მეორე პირისპირი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორთან, გიორგი კეკელიძესთან იგეგმება.

შეხვედრაზე სტუმარი, რომელიც იმავდროულად პროზის, პოეზიისა და ესეისტიკის ჟანრში სამწერლო მოღვაწეობას ეწევა, ლიტერატურის საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ისაუბრებს და აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხებს. 

სტუმარი გამოეხმაურება ფინედუზე გამოცხადებულ კონკურსს „ფინანსური განათლება მხატვრულად“, რომლის იდეაც ცხოვრებისეული ფინანსური გამოწვევების მოთხრობებში ასახვის იდეას ატარებს. გიორგი კეკელიძე ამ კონკურსის ერთ-ერთი ჟიურის წევრია. 

შეხვედრაზე ჩატარდება 2023 წლის 22 ივნისს 17:00 საათზე, დასწრება თავისუფალია.

ადგილების შეზღუდულია და დაკავშირება მოხდება დარეგისტრირების რიგითობის მიხედვით.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, შეხვედრის განმავლობაში დამსწრეებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ მწერლის ახალი წიგნი და მიიღონ მისგან ავტოგრაფები.

შეხვედრაზე სარეგისტრაციოდ, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსთან დაკავშირებით:

23 აპრილს,  წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს, ფინედუზე გამოცხადდა კონკურსი  "ფინანსური განათლება მხატვრულად". კონკურსის პირობები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

კონკურსის ფარგლებში მისი იდეის ასახსნელად და კონკურსანტებისთვის დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა. 

ლაივ ღონისძიებების ბმული შეგიძლიათ იხილოთ აქ:

22 ივნისს, საკონკურსო ნამუშევრების მიღების დასრულების წინა დღეს სწორედ მსგავსი შეხვედრა იგეგმება.