კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

პოსტერებისა და სლოგანების კონკურსი "დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი" დასრულებულია

გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალის, ფინედუს მიერ ორგანიზებული პოსტერებისა და სლოგანების კონკურსი სახელწოდებით "დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი" დასრულებულია.

კონკურსი 10 მარტს დაიწყო და სს „საქართველოს ბანკის“, სს „თიბისი ბანკის“, სს „ბაზისბანკის“, სს „კრედო ბანკის“, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალის“, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის“, სსიპ საპენსიო სააგენტოს, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და „აფლატუნ ინთერნეიშენალის“ ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდა. კონკურსის მიზანი იყო ფინანსური განათლების, გარემოსა და საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლიანი ქმედებების, მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კონკურსის პირობების თანახმად, ნამუშევრების მიღება დასრულდა 19 მარტს და შემოვიდა 170-მდე ნამუშევარი. 24 მარტს ჟიურიმ რომელიც შედგებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის, სს „საქართველოს ბანკის“, სს „თიბისი ბანკის“, სს „ბაზისბანკის“, სს „კრედო ბანკის“, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალის“, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის“, სსიპ საპენსიო სააგენტოს, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და „აფლატუნ ინთერნეიშენალის“ წარმომადგენლებისგან გამოავლინა 20 ფინალისტი. ფინალისტების ნამუშევრები გამოქვეყნდა ფინედუს „Facebook-ის“ გვერდზეც, სადაც მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ აერჩიათ რჩეული ნამუშევრები, შესაბამის ფოტოებზე რეაქციების გამოხატვით 27 მარტის 18:00 საათამდე. 

დღეს, 28 მარტს, გამარჯვებულების ვინაობა გახდა ცნობილი.

ჟიურის რჩეული გამარჯვებულები არიან:

  • მარიამ ხურციძე
  • ლუკა კაცაძე
  • ნიკა მომცელიძე
  • სალომე ღუდუმიძე
  • ჯონი პატარკაციშვილი

მომხმარებლების რჩეული გამარჯვებულები არიან:

  • ქეთი აფრამაშვილი
  • ნია ფეიქრიშვილი
  • გიორგი ქობალია
  • მარიამ ხუჭუა
  • ლუკა კაცაძე

კონკურსის პირობებით გამარჯვებულები მიიღებენ შემდეგ პრიზებს:

ჟიურის მიერ გამოვლენილ 5 გამარჯვებულს სერტიფიკატთან ერთად გადაეცემა ფულადი პრიზი 1,000 ლარი. გამარჯვებულებს დააჯილდოებს შემდეგი ორგანიზაციები:

  • სს „საქართველოს ბანკი“- 2 გამარჯვებულს;
  • სს „თიბისი ბანკი“- 2 გამარჯვებულს;
  • სს „ბაზისბანკი“- 1 გამარჯვებულს.

მომხმარებლის მიერ გამოვლენილ 5 გამარჯვებულს სერტიფიკატთან გადაეცემა ფულადი პრიზი 500 ლარი. გამარჯვებულებს დააჯოლდოებს შემდეგი ორგანიზაციები:

  • სს „ბაზისბანკი“- 2 გამარჯვებულს;
  • სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ - 1 გამარჯვებულს;
  • სს „კრედო ბანკი“- 1 გამარჯვებულს;
  • სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი“- 1 გამარჯვებულს.

ფინედუს გუნდი მადლობას უხდის ყველა კონკურსანტს, დაინტერესებისათვის, მონაწილეობისა და წვლილისათვის.