კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

პანელური შეხვედრა „საინვესტიციო და სამეწარმეო შესაძლებლობები ემიგრანტებისთვის“

18 დეკემბერს მიგრანტთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ ორგანიზებით გაიმართება Facebook Live პანელური შეხვედრა თემაზე „საინვესტიციო და სამეწარმეო შესაძლებლობები ემიგრანტებისთვის“. 

ჩვენი თანამოქალაქეები ემიგრაციის ურთულეს გზას ძირითადად ფინანსური კეთილდღეობისთვის ირჩევენ. ეს გზა გამოწვევებითაა სავსე, უცხო ქვეყნის შრომით ბაზარზე მორგება ემიგრანტებისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა ფული, რომელმაც ფინანსური მდგრადობა უნდა მოიტანოს, ზოგჯერ არასწორი მიზნობრიობით, ზოგჯერ კი არაეფექტურად იხარჯება. საინვესტიციო და სამეწარმეო ბაზარი კი სწორედ ფულის ინვესტირების და დამატებითი შემოსავლების მიღების ის შესაძლებლობაა, რომლის შესახებაც ინფორმაციის ნაკლებობაა. 

LIVE პანელური შეხვედრის ჩატარების თარიღი და დრო:  

18 დეკემბერი

16:00 საათი

სპიკერები:

დავით აბესაძე - საქართველოს ეროვნული ბანკი, ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი

სესილი ტაბატაძე - „აწარმოე საქართველოში“, საკონსულტაციო ცენტრების პროექტის ხელმძღვანელი

ბაქარ მარუაშვილი - „თიბისი კაპიტალი“, საბროკერო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი

დავით ნიშნიანიძე - „გალტ ენდ თაგარტი“, საბროკერო დეპარტამენტის უფროსი

რატი მორჩილაძე - „ფორსაით ინვესტმენტ გრუპ“, დირექტორის მოადგილე 

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ  ბმულზე.