კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ნახატების კონკურსის "ლარი 30 წლისაა" გამარჯვებულები გამოვლენილია

ნახატების კონკურსი
ფულის გლობალური კვირეულის" აქტივობების წლევანდელი თემატიკაში ეროვნული ვალუტის - ლარის მიმოქცევაში გაშვებიდან 30 წლის იუბილეს წამყვანი ადგილი უკავია. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით  საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს - www.finedu.gov.ge - ინიციატივით, ასევე, ბაზისბანკის, ტერაბანკის, კრედო ბანკისა და საქართველოს საბანკო ასოციაციის მხარდაჭერით  18 მარტს დაიწყო ნახატების ღია კონკურსს  სახელწოდებით "ლარი 30 წლისაა".

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოში მცხოვრებ 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს. კონკურსის პირობა იყო 30 ლარის ნომინალის ბანკნოტის ნახატის შექმნა.

კონკურსის ფარგლებში ნამუშევრების რეკორდული რაოდენობა, 560-მდე ნახატი შემოვიდა. 

დღეს, 7 აპრილს 4 გამარჯვებულის ვინაობა გახდა ცნობილი. მათგან ერთი, მომხმარებლების რჩეული, ფინედუს ფეისბუქგვერდის შესაბამისი პოსტის კომენტარებში ატვირთულ ნახატებზე დაფიქსირებული ფეისბუქრეაქციებით (2025 წლის 4 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით) გამოვლინდა, ხოლო 3 რჩეული გამოავლინა სპეციალურმა ჟიურიმ. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, მათ შორის, ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის, ასევე, ბაზისბანკის წარმომადგენლები. მათ ნახატები კონკურსით დადგენილ პირობებისა  და კრიტერიუმებს შესაბამისად შეაფასეს.

ჟიურის რჩეული გამარჯვებულები გახდნენ:

ანი ხარზიანი, 16 წლის

ნახატების კონკურსის გამარჯვებული

ბარბარე ორდინიძე, 16 წლის

ნახატების კონკურსის გამარჯვებული

მარიამი დუმბაძე, 16 წლის

ნახატების კონკურსის გამარჯვებული

მომხმარებლის რჩეული გამარჯვებული კი გახდა:

ანანო იმერლიშვილი, 16 წლის. 

ნახატების კონკურსის გამარჯვებული

გამარჯვებულები სერტიფიკატებთან ერთად მიიღებენ კონკურსის პირობებით განსაზღვრულ პრიზებს:

  • ჟიურის რჩეული სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება 500 ლარიანი ფულადი პრიზით. მათგან ორ გამარჯვებულს ბაზისბანკი, ხოლო ერთს კი კრედო ბანკი დააჯილდოვებს;
  • მომხმარებლის რჩეულს დააჯილდოვებს ტერაბანკი "სახატავი პლანშეტით";
  • ოთხივე გამარჯვებული  მიიღებს სიმბოლურ საჩუქრებსა და საგანმანათლებლო მასალებს "ფინედუსა" და საქართველოს საბანკო ასოციაციისგან.

გარდა ამისა, კონკურსანტები, რომელთა ნახატებმაც ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურეს და საუკეთესო ათეულში მოხვდნენ, ფინედუსგან სპეციალური სერტიფიკატის მფლობელები გახდებიან. მათ დამატებით საგანმანათლებლო მასალა და სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცემათ.

ესეც ჟიურის რჩეული შვიდეულის ნამუშევრები კი შეგიძლიათ ფოტოგალერეაში იხილოთ.

ფინედუ მადლობას უხდის ყველა კონკურსანტს, მათს მშობლებსა და მასწავლებლებს დაინტერესებისა და მონაწილეობისათვის.