კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ნახატების კონკურსი "ფული და მშვიდობა" დასრულებულია

გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალის, ფინედუს მიერ ორგანიზებული ნახატების ღია კონკურსი სახელწოდებით "ფული და მშვიდობა" დასრულებულია.

გარდა კვირეულის ძირითადი თემისა, კონკურსი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და მშვიდობის საყოველთაო იდეას ეხმაურებოდა.

საკონკურსო პირობების შესაბამისად, ნაშრომებზე ქართული ან უკრაინული ფული (ბანკნოტები ან მონეტები) და  მშვიდობის იდეის გამომხატველი ელემენტები უნდა ყოფილიყო გამოსახული. კონკურსით განსაზღვრული იყო ნახატზე მისათითებელი სავალდებულო ატრბიბუტებიც.

კონკურსის ფარგლებში სულ 200-მდე ნახატი შემოვიდა. ნამუშევრების ავტორებიდან ყველაზე პატარა კონკურსანტი - 6-ის, ყველაზე უფროსი კი  17 წლის აღმოჩნდა.

დღეს, 26 მარტს, 10 გამარჯვებულის ვინაობა გახდა ცნობილი. მათგან 5, მომხმარებლების რჩეული, ფინედუს ფეისბუქგვერდის შესაბამისი პოსტის კომენტარებში ატვირთულ ნახატებზე დაფიქსირებული ფეისბუქრეაქციებით გამოვლინდა, ხოლო დანარჩენი ნამუშევრებიდან 5 რჩეული გამოავლინა სპეციალურმა ჟიურიმ, რომელსაც ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა. 

აღსანიშნავია, რომ როგორც მომხმარებლების, ისე ჟიურის რჩეული ნახატები შეირჩა მხოლოდ იმ ნამუშევრებიდან, რომლებიც კონკურსით დადგენილ პირობებსა (მაგალითად, კონკურსის ვადებში მიღებულ ნამუშევრებს) და კრიტერიუმებს (მაგალითად, ნამუშევარზე მისათითებელ აუცილებელ ატრიბუტებს) აკმაყოფილებდნენ.

მომხმარებლების რჩეული გამარჯვებულები არიან:

  1. ანა მერკვილიშვილი, 8 წლის

  2. ანა უღრელიძე, 13 წლის

  3. გაბრიელ კიტია, 7 წლის

  4. დემეტრე ალექსაშვილი, 12 წლის

  5. ქრისტინე გოჩიაშვილი, 14 წლის

ჟიურის რჩეული გამარჯვებულები არიან:

  1. გიორგი ბალანჩივაძე, 7 წლის

  2. მანანა ქურთიშვილი, 8 წლის

  3. მარიამ ადუაშვილი, 13 წლის

  4. მარიამ ღამბაშიძე, 6 წლის

  5. ქეთი დევნოზაშვილი, 10 წლის

გამარჯვებულები მიიღებენ კონკურსის პირობებით განსაზღვრულ პრიზებს:

  • გამარჯვების დამადასტურებელი სერტიფიკატი
  • წიგნი-ალბომი "ფული საქართველოში"
  • ჰუდი ფინედუსა და გლობალური ფულის კვირეულის სიმბოლიკით
  • საგანმანათლებლო ბროშურები "მოგზაურობა ფულის სამყაროში" და "ფინანსური განათლების სახელმძღვანელო"

დამატებით, კონკურსანტები, რომელთა ნახატებმაც კონკურსის პირობებით გათვალისწინებული კონკურსის დასრულების დროისათვის, 2022 წლის 25 მარტის 18:00 საათისთვის მოაგროვეს ყველაზე მეტი ფეისბუქრეაქცია, თუმცა ვერ მოხვდნენ გამარჯვებულებში, რადგან მათი ნახატები არ შეესაბამებოდა კონკურსის პირობებით დადგენილ კრიტერიუმებს (მაგალითად, არ იყო ან არასრულად იყო ნამუშევარზე დატანილი კონკურსის პირობებით დადგენილი ატრიბუტები), ფინედუსგან მადლობის სერტიფიკატის მფლობელები გახდებიან.

ფინედუს მადლობის სერტიფიკატით კი ჯილდოვდებიან:

  1. მარიამ გაბუნია, 13 წლის

  2. ლუკა გოგუა, 9 წლის

  3. მიშიკო რუხაია, 12 წლის
  4. გიორგი ეშმაკურაშვილი, 10 წლის

  5. მარი ნატარიძე, 15 წლის

აღნიშნული ავტორები ფინედუსგან მიიღებენ:

  • მადლობის სერტიფიკატს კონკურსის იდეის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის
  • სამახსოვრო ნივთებსა და საგანმანათლებლო მასალებს.

ამ ბმულზე განთავსებულია კონკურსის ფარგლებში შემოსული ნახატები

ამ ეტაპზე სურათები ატვირთულია იმ სახით, როგორც შემოვიდა, თუმცა მოგვიანებით თითოეულ მათგანს გაუკეთდება სპეციალური, საგამოფენო ჩარჩო და დარჩება ფინედუს საიტზე, როგორც ბავშვების წვლილი და გზავნილი სამყაროში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კეთილდღეობის დასამკვიდრებლად.

ფინედუს გუნდი მადლობას უხდის ყველა კონკურსანტს, მათს მშობლებსა და მასწავლებლებს დაინტერესებისათვის, მონაწილეობისა და წვლილისათვის.