კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მსოფლიო დაზოგვის დღე 2023

OECD/INFE

31 ოქტომბერი მსოფლიო დაზოგვის დღეა. ამ თარიღის აღნიშვნას დიდი ხნის ისტორია აქვს. მას საფუძველი 1924 წელს იტალიაში, ქალაქ მილანში ჩაეყარა და თანამედროვეობაში უკვე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. მისი მიზანია დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება და დაზოგვის წახალისება. 

საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღე 2012 წლიდან აღინიშნება. ინიციატივის ძირითადი სამიზნე სეგმენტი ბავშვები და ახალგაზრდები არიან. ამ დღეს თავისი სიმბოლოც ჰყავს - ჭიანჭველა "გროვია".

მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი წლევანდელი ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების ვებგვერდის www.finedu.gov.ge, ფინედუს ორგანიზებით, ასევე, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით კვლავ იგეგმება ბევრისათვის უკვე საყვარელი და ძალიან პოპულარული პროექტი სახელწოდებით: "მოიწვიე ფინედუ კლასში" - ამჯერად უკვე განახლებული, ფინედუს დესპანებად მასწავლებლების ჩართვის შემოთავაზებით, რაც კამპანიის კიდევ უფრო ფართოდ გაშლისა და მეტი მოსწავლის ჩართვის საშუალებას იძლევა. 

კამპანიის ფარგლებში ფინედუს დესპანები III-IX კლასის მოსწავლეებს დაზოგვის თემაზე ღია გაკვეთილებს ჩაუტარებენ. 

  • ღონისძიება ტარდება პარტნიორების მხარდაჭერითა და ჩართულობით: 
  • გერმანული ფონდი შპარკასე საქართველო
  • სს "პაშა ბანკი" (რე ბანკი)
  • სს "ბაზისბანკი"
  • სს "საქართველოს ბანკი"
  • სს "კრედო ბანკი"
  • სს "ლიბერთი ბანკი"
  • სს "თიბისი ბანკი"
  • მისო „ემ ბი სი“
  • საპენსიო სააგენტო
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • ილიაუნი
  • ალტე უნივერსიტეტი
  • საქართველოს უნივერსიტეტი
  • ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო
  • მისო "კრისტალი"

 "მოიწვიე ფინედუ კლასში" სახელწოდებით დაგეგმილი ღონისძიების დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.