კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მოთხრობების კონკურსის ჟიურის წევრების ვინაობა ცნობილია!

23 აპრილს ფინედუზე სტარტი აიღო წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილმა კონკურსმა - „ ფინანსური განათლება მხატვრულად“  . 

კონკურსის ფარგლებში შეიქმნება პროზაული ლიტერატურული ნაწარმოებები (მოთხრობები), რომლებიც მხატვრულ სიუჟეტის საშუალებით წარმოაჩენენ ფინანსური განათლების საკითხებს. 

საკონკურსო ნამუშევრები  23 ივნისის ჩათვლით მიიღება. ხოლო გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილოება  ფინედუს დაბადების დღეს 9 სექტემბერს მოხდება.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული ფულად პრიზებსა და სხვა დამატებით საჩუქრებს მიიღებენ.

მოთხრობები შეფასდება 2 კატეგორიაში - ფინანსური განათლების საკითხების ადექვატურად წარმოჩენა და ნამუშევრის მხატვრული, ლიტერატურული ხარისხი. 

პირველ კატეგორიაში შეფასებას გააკეთებენ ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის კომიტეტის წევრი ორგანიზაციები.

ხოლო მეორე, ლიტერატურული ღირებულების ნაწილში ჟიურის წევრები იქნებიან:

  1. გიორგი კეკელიძე- ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი
  2. დათო ტურაშვილი - ქართველი მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი, მთარგმნელი და სცენარისტი.
  3. ზვიად კვარაცხელია - ქართველი მწერალი, გამომცემლობების „არტანუჯი“ და „ინტელექტი“ პროექტების კოორდინატორი და მთავარი რედაქტორი.

ფინედუ და კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფი ყველა მონაწილეს წარმატებას გისურვებთ.