კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მოხალისეობრივი ინიციატივა ახალგაზრდებისთვის დასრულდა

მოხალისეობრივი ინიციატივა ახალგაზრდებისთვის დასრულდა. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ინიციატივაში  „გადაიღე ფინედუ, გაავრცელე ცოდნა“  ჩართვისა და ფინანსური განათლების გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის სერტიფიკატი გადაეცემა: 

ნინო გელავას ვიდეოს ნახვა

ნინო ჯინჯიხაძეს ვიდეოს ნახვა

ინიციატივის „გადაიღე ფინედუ, გაავრცელე ცოდნა“ მიზანი იყო ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გავრცელება და მოხალისეობრივი ინიციატივების წახალისება. იგი, 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინიციატივის ფარგლებში მონაწილეებს ფინედუს ვებგვერდზე განთავსებული ტექსტური საგანმანათლებლო მასალა უნდა გარდაექმნათ მოკლე საგანმანათლებლო ვიდეოდ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ, მუდამ ხელს უწყობს ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ამაღლებას და მათში გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების წახალისებას სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობების შეთავაზებით.