საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმის www.finedu.gov.ge - ფინედუს ორგანიზებითა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართულობით ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან აქტივობას შორის გამორჩეული იყო პროექტი სახელწოდებით "მოიწვიე ფინედუ კლასში", რომლის მასალების შეგროვება დასრულდა და შედეგებს ფართო აუდიტორიასაც ვუზიარებთ.
პროექტის ფარგლებში, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული ბანკისა და პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლების ჩართულობითა და დაინტერესებული მასწავლებლების მოწვევით III-XII კლასის მოსწავლეებს ფინანსური განათლების სხვადასხვა თემაზე ღია გაკვეთილები ჩაუტარდათ. სასკოლო სივრცეებში მიწვეულმა სტუმრებმა მოსწავლეებს გააცნეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ფულისა და ქართული ფულის ისტორია, ფულის მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობა, ფინანსური უსაფრთხოება და სხვა.
საქართველოს ეროვნული ბანკის 50-მდე თანამშრომლის გარდა, ფინედუს დესპანის სტატუსით პროექტში ჩაერთვნენ და ბავშვებთან ფინანსური განათლების თემებზე ისაუბრეს შემდეგი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბაზისბანკი, კრედო ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისი", ტერაბანკი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
ერთობლივი ძალისხმევით პროექტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით გაკვეთილები 100 სკოლის 170-მდე კლასის 4,500-მდე მოსწავლეს ჩაუტარდა.
ფინედუს დესპანებმა ბავშვებს სპეციალური საგანმანათლებლო მასალები გადასცეს, მასპინძელმა პედაგოგებმა კი ფინედუსგან პროექტის მხარდაჭერისთვის სპეციალური სერტიფიკატები მიიღეს.
პროექტს წლევანდელი პროექტის ფარგლებში შემოუერთდნენ და ფინედუს დესპანები საკუთარ მოსწავლეებთან მოიწვიეს ქვემოთ ჩამოთვლილმა სკოლებმა:
- სსიპ ზურაბ ძამუნაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №220 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ თბილისის №122 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ თბილისის №70 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ თბილისის №71 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ თბილისის №106 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ ქუთაისის №23 საჯარო სკოლა
- შპს "თამარიონი+"
- შპს სადუნი
- სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის №23 საჯარო სკოლა
- სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ გორის №10 საჯარო სკოლა
- სსიპ მურთაზ ირემაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ თბილისის №50 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ თელავის №6 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ რუსთავის №21 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლა
- სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №178 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ თბილისის №133 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ თბილისის №2 საჯარო სკოლა
- სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ თელავის №5 საჯარო სკოლა
- საერთაშორისო ბიზნეს სკოლა
- სსიპ ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლა
- სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისის საჯარო სკოლა
- სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ საგარეჯოს №1 საჯარო სკოლა
- სსიპ ნუგზარ ჭანტურიას სახელობის ქალაქ საგარეჯოს №2 საჯარო სკოლა
- სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლა
- სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბლის საჯარო სკოლა
- სსიპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახუთის თემის №2 საჯარო სკოლა
- სსიპ მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №2 საჯარო სკოლა
- სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ გორის №8 საჯარო სკოლა
- სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ თბილისის №157 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ ბოლნისის №5 საჯარო სკოლა
- შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი-ელ-სი
- შპს საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
- სსიპ კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლა
- შპს გურამ დოჩანაშვილი - საერთაშორისო ქართული სკოლა
- შპს №1 სკოლა
- სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ თბილისის №69 საჯარო სკოლა
- სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლა
- სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
- სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლა
- სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის №3 საჯარო სკოლა
- შპს ოლიმპი თბილისი +
- სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ ქუთაისის №30 საჯარო სკოლა
- სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
- სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლა
- სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლა
- სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის №5 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ თბილისის №213 საჯარო სკოლა
- სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლა
- შპს ერუდიტი
- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის №24 ქართული გიმნაზია
- სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ რუსთავის №25 საჯარო სკოლა
- სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლა
- შპს ფარნავაზი
- სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის №1 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ თბილისის №116 საჯარო სკოლა
- სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლა
- სსიპ პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლა
- შპს სასწავლო ცენტრი მერმისი
- სსიპ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა
- სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ ქუთაისის №35 საჯარო სკოლა
- შპს ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი
- სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლა
- სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლა
- სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის №2 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ თბილისის №143 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ ოზურგეთის №3 საჯარო სკოლა
- სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ მცხეთის №1 საჯარო სკოლა
- სსიპ ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ თბილისის №181 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ თბილისის №146 საჯარო სკოლა
- შპს ლილე
- სსიპ ქალაქ თბილისის №159 საჯარო სკოლა
- სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლა
- სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ ქუთაისის №33 საჯარო სკოლა
- სსიპ დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის №2 საჯარო სკოლა
- სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლა
- UG სკოლა
- სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ თბილისის №192 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ ხობის №1 საჯარო სკოლა
- სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის №9 საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ თბილისის №156 საჯარო სკოლა
- კერძო საშუალო სკოლა დავითიანი
- სსიპ ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის ქალაქ გორის N1 საჯარო სკოლა
- შპს ინტერნაციონალური მაარიფის სკოლა
- სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის საჯარო სკოლა
- სსიპ ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლა
მადლობას ვუხდით სკოლებს, მასწავლებლებს და მოსწავლეებს გულღია მასპინძლობისათვის, ასევე, გაზიარებული უკუკავშირისათვის, რომლის შედეგების გათვალისწინება სამომავლო პროექტების უკეთ დაგეგმვაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება.
ღონისძიების ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ფულის გლობალური კვირეულის შესახებ:
ფულის გლობალური კვირეულის (GMW) აღნიშვნას საფუძველი 2012 წლიდან ჩაეყარა. ის მსოფლიო მასშტაბით 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და მისი მისიაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას.
კვირეულის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მასთან არსებული ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუ (www.finedugov.ge), პარტნიორებთან ერთად, წელს უკვე მეათედ უერთდება.
2024 წლის ფულის გლობალური კვირეულის თემატიკა ფულის და ფულთან დაკავშირებული საკითხების და ფინანსური უსაფრთხოების თემებს შეეხო.
წლევანდელი კვირეულის დევიზი იყო - „დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი“ (Protect Your Money, Secure Your Future).