მოიწვიე ფინედუ კლასში - გაკვეთილები ფულის გლობალური კვირეული 2024-ის ფარგლებში
ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული ბანკისა და პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლების ჩართულობითა და დაინტერესებული მასწავლებლების მოწვევით III-XII კლასის მოსწავლეებს ფინანსური განათლების სხვადასხვა თემაზე ღია გაკვეთილები ჩაუტარდათ. სასკოლო სივრცეებში მიწვეულმა სტუმრებმა მოსწავლეებს გააცნეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ფულისა და ქართული ფულის ისტორია, ფულის მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობა, ფინანსური უსაფრთხოება და სხვა.
საქართველოს ეროვნული ბანკის 50-მდე თანამშრომლის გარდა, ფინედუს დესპანის სტატუსით პროექტში ჩაერთვნენ და ბავშვებთან ფინანსური განათლების თემებზე ისაუბრეს შემდეგი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბაზისბანკი, კრედო ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისი", ტერაბანკი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
ერთობლივი ძალისხმევით პროექტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით გაკვეთილები 100 სკოლის 170-მდე კლასის 4,500-მდე მოსწავლეს ჩაუტარდა.
სხვა ალბომები
- მასწავლებელთა კონკურსის "ფინანსური განათლება სკოლაში" ფინალი 2024
- ინოვაციების ბანაკი ფინანსური განათლების თემაზე 2023
- მსოფლიო დაზოგვის დღე 2022 წელი
- სკოლა-ბანკი: მასწავლებელთა ტრენინგი 2022
- ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე 2022
- ინოვაციების ბანაკი ფინანსური განათლების თემაზე 2022
- მოიწვიე ფინედუს დესპანი კლასში - გაკვეთილები გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში
- ვირტუალური გამოფენა - ნახატების კონკურსიდან "ფული და მშვიდობა"
- სკოლა-ბანკის ტრენინგები ეროვნულ ბანკში, 2018 წელი
- ფინანსური განათლების საკითხები "გახდი ახალგაზრდა მეწარმე" პროგრამის წარმომადგენლებისათვის
- ფინანსური სექტორის წარმომადგენელთა ტრენინგი მეწარმეთათვის განკუთვნილი ტრენინგ მოდულის მიხედვით
- ფინანსური განათლების ტრენინგები წნორში
- მეწარმეთა ტრენინგი ფინანსური განათლების თემებზე_2018 წელი
- პრეზიდენტის შეხვედრა მოსწავლეებთან - მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე