ფულის გლობალური კვირეულის კამპანიის ერთ-ერთი აქტივობა იყო „მოიწვიე ფინედუ აუდიტორიაში“, რომლის ფარგლებშიც, ფინედუს მიერ მომზადებული ტრენერები დაინტერესებულ სასწავლო დაწესებულებებს, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს ესტუმრნენ და მათი სტუდენტებისათვის ფინანსური განათლების თემაზე ტრენინგი ჩაატარეს.
ტრენინგის ფარგლებში დაიფარა სამი ძირითადი თემა ფინანსური განათლების საკითხებიდან: ბიუჯეტირება, დაზოგვა და ფინასური უსაფრთხოება.
პროექტში ჩაერთო 6 სასწავლო დაწესებულების 150 სტუდენტი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან:
- სსიპ -კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"
- საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი“
- აკაკი წერეთლის სახელწმიფო უნივერსიტეტი
- შ.პ.ს ქუთაისის უნივერსიტეტი
- შპს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ საგანმანათლებლო მასალა (ბროშურები) და ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.