კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მასწავლებელთა ტრენინგი „სკოლა-ბანკის“ პროექტის ფარგლებში

საქართველოს ეროვნული ბანკი, „სკოლა-ბანკის“ პროექტის ფარგლებში, მასწავლებელთა გადამზადებას განაგრძობს. 27 და 28 მაისს ეროვნულ ბანკში მასწავლებელთა ორდღიანი ტრენინგი გაიმართა და მას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და Child and Youth Finance International–ის (CYFI) მიერ შემუშავებული პროგრამა „სკოლა–ბანკი“15 გაკვეთილს მოიცავს და მიზნად ისახავს VII-IX კლასის მოსწავლეების ფინანსური განათლების დონის ამაღლებას. პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები მათთვის გასაგები ენითა და სახალისო აქტივობებით ეცნობიან ფინანსური განათლების ისეთ საკვანძო თემებს, როგორებიცაა დაზოგვა და ბიუჯეტირება, საბანკო პროდუქტები, გონივრული სესხება, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ფინანსური უსაფრთხოება.

მასწავლებელთა ტრენინგზე განხილული იყო ყველა ის თემა და სწავლების აქტიური მეთოდი, რაც „სკოლა-ბანკის“ სახელმძღვანელოშია მოცემული. მიღებულ ცოდნას მასწავლებლები თავიანთ სკოლებში დანერგავენ და მოსწავლეებს 15 გაკვეთილს ჩაუტარებენ. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სასწავლო მასალა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ტრენინგზე დარეგისტრირება ნებისმიერი მასწავლებლისთვის იყო შესაძლებელი და არ მოითხოვებოდა წინარე ფინანსურ ცოდნა.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგ-კურსი გაიარეს მასწავლებელმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ მოსწავლეებს შემდეგ სკოლებში:

  • სსიპ ქ. თბილისის 158-ე საჯარო სკოლა;
  • შპს ქ. თბილისის კანდიდი საშუალო სკოლა;
  • სსიპ ქ. თბილისის 2 საჯარო სკოლა;
  • სსიპ ქ. თბილისის 147-ე საჯარო სკოლა;
  • შპს ქ. ქუთაისის N1 სკოლა;
  • სსიპ ქ. მცხეთის 2 საჯარო სკოლა;
  • სსიპ ქ. რუსთავის ჟიური  არტავას  სახელობის  4  საჯარო  სკოლა;
  • შპს ქ. ზუგდიდის საერთაშორისო ბიზნეს სკოლა;
  • სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალის 3 საჯარო სკოლა;
  • სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მთისპირის საჯარო სკოლა;
  • სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მშვიდობაურის საჯარო სკოლა;
  • სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის დუტუ მეგრელის სახელობის სუჯუნის საჯარო სკოლა;
  • სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ლელიანის საჯარო სკოლა;
  • სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. იორმუღანლოს საჯარო სკოლა;
  • სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის 2 საჯარო სკოლა;
  • სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ტკოცის საჯარო სკოლა;
  • სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. მაღარო სოლომონ დოდაშვილის  სახელობის საჯარო სკოლა;
  • სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. გვიმრიანის საჯარო სკოლა;
  • სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. საშაბუროს საჯარო სკოლა;
  • სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. მოხისის საჯარო სკოლა.

" ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ამაღლებაში პედაგოგთა როლი მნიშვნელოვანია, ამიტომ, ეროვნული ბანკი ცდილობს ხელი შეუწყოს მათი შესაძლებლობების ზრდას. სკოლა-ბანკის ტრენინგი ამის ერთ-ერთი მაგალითია. ვიმედოვნებთ, პედაგოგები წარმატებით შეძლებენ ტრენინგზე მიღებული ცოდნის მოსწავლეებში გაზიარებას,“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.