კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მასწავლებელთა კონფერენცია - ფინანსური განათლება სკოლებში: იდეიდან საკლასო ოთახამდე

მასწავლებელთა კონფერენცია
11 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს" (www.finedu.gov.ge) ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია მასწავლებლებისთვის, თემაზე - ფინანსური განათლება სკოლებში: იდეიდან საკლასო ოთახამდე. კონფერენცია გააერთიანებს მასწავლებლებს, განათლების, საჯარო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ხელი შეუწყოს სკოლებში ფინანსური განათლების განვითარებასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას. 

კონფერენციის მიზანია სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების ხელშეწყობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და მასწავლებელთა პრაქტიკული მხარდაჭერის გზით.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალისტებისა და გამარჯვებულის დაჯილდოება. 

პანელური დისკუსიები დაეთმობა მსჯელობას ფინანსური განათლების ეროვნულ ხედვაზე, ფინანსური განათლების საკითხების სკოლაში ინტეგრირებაზე, მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომ პროგრამებსა და რესურსებზე და მომავალი თაობის ფინანსურ განათლებაში საფინანსო სექტორის როლზე.

კონფერენციის პრაქტიკული ნაწილისას კი მასწავლებლები გამოცდილებასა და წარმატებულ პრაქტიკებს ვორქშოფების ფორმატში გაუზიარებენ ერთმანეთს. მონაწილეები იმუშავებენ ფინანსური განათლების პრაქტიკული სწავლების, სხვადასხვა საგანში ინტეგრირების, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისა და ციფრული ფინანსური უნარების განვითარების იდეებზე. 

კონფერენციაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მასწავლებელს. დასასწრებად, აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

სარეგისტრაციო ფორმა ნახვა