საქართველოს 12 უმაღლესი საგანმანათლებლოს 14 გუნდი ჟიურის წინაშე წარდგა და წარადგინა საკონკურსო ნაშრომი საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დილემაზე: "სოციალური პასუხისმგებლობა თუ ფინანსური ქცევის დისციპლინა?".
საქართველოს ეროვნული ბანკის სხვადასხვა თემატური დეპარტამენტის თანამშრომლებისგან შემდგარი ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით გამოვლინდა 5 ფინალისტი გუნდი.
1. გუნდი "Delega"
- ნუკრი ნაზღაიძე
- იოანე სარიშვილი
- გვანცა ყველაშვილი
- მარია ჭიჭინაძე
2. გუნდი "FinLock"
- ნუციკო ხურცილავა
- ნინო სისაური
- თამარ წამალაშვილი
- ნანა დარსალია
- ლიზა ჭილაშვილი
3. გუნდი "Fractal"
- ანა საყვარელიძე
- ოთარ ტოტოჩია
- გიორგი ღაწაძე
4. გუნდი "ტრილემა"
- ელენე გარდავა
- ლოლა ჩორგოლაშვილი
- მარიამ ცაგარეიშვილი
5. გუნდი "The Basel bros"
- ქეთი ზირაქაშვილი
- თორნიკე მინდოდაური
- დავით შონია
- გრიგორ შავერდაშვილი
ფინალისტი გუნდები მუშაობას გააგრძელებენ ფინალური რაუნდის შესაბამის დილემაზე და საკუთარ ხედვას უკვე 5 დეკემბერს, ფინალზე წარადგენენ, რომლის შედეგადაც უკვე 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება.
დამატებით, კონკურსის ყველა გუნდი მოწვეული იქნება ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელზეც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები ახალგაზრდებს თავად გაუზიარებენ მათი დეპარტამენტების საქმიანობასა და აქტუალურ დილემებს.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი "მარეგულირებლის დილემა" ბაზისბანკის, თიბისი ბანკის , მიკრობანკი ემბისისა და კრედო ბანკის მხარდაჭერით ტარდება.