კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ქუთაისში ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ფინედუს ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუმ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით   31 ივლისს, ქუთაისში ემიგრანტთა ოჯახის წევრებისთვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთათვის ფინანსური ცოდნის მიწოდებას ისეთ თემებზე, როგორებიცაა: პირადი ბიუჯეტი და დაზოგვა, შემოსავლების მართვა და მასთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები, ფინანსური დამოუკიდებლობა, ინვესტირება, ფინანსურ ბაზარზე არასანდო და სარისკო შემოთავაზებების ამოცნობა, საბანკო პროდუქტები, ფულადი გზავნილები, მომხმარებლის უფლებები, მეწარმეობა და საინვესტიციო შესაძლებლობები.

შეხვედრების ფორმატი ლექციასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებში მონაწილეთა აქტიურ ჩართულობასაც ითვალისწინებდა.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური განათლების ამაღლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიით კი ემიგრანტები და მათი ოჯახის წევრები პრიორიტეტულ მიზნობრივ სეგმენტს წარმოადგენენ. ფინედუ მომავალშიც არაერთ აქტივობას შემოგთავაზებთ მათს მხარდასაჭერად.