კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

კონკურსის "კიბერუსაფრთხოება იუმორით" გამარჯვებულები გამოვლენილია

კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვის კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს - www.finedu.gov.ge - ინიციატივით, ასევე, ბაზისბანკისა და საქართველოს საბანკო ასოციაციის მხარდაჭერით  13 ოქტომბერს დაიწყო ღია კონკურსი  სახელწოდებით "კიბერუსაფრთხოება იუმორით".

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ფიზიკურ პირს. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა შექმნათ ვიზუალური მასალა (პოსტერი/ბანერი), რომლებიც შემოქმედებითად, ინფორმაციულად და სახალისოდ წარმოაჩენდა კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური უსაფრთხოების მნიშვნელოვან თემებს. კონკურსის ფარგლებში 140-მდე ნაშრომი შემოვიდა, რომელთაგან 50-მდე ნაშრომი აკმაყოფილებდა კონკურსში მონაწილეობის პირობებს. 

 

დღეს, 30 ოქტომბერს 4 გამარჯვებულის ვინაობა გახდა ცნობილი. მათგან ერთი, მომხმარებლების რჩეული, ფინედუს ფეისბუქგვერდის შესაბამისი პოსტის კომენტარებში ატვირთულ ნაშრომზე დაფიქსირებული ფეისბუქრეაქციებით (2025 წლის 29 ოქტომბრის 18:00 საათის მდგომარეობით) გამოვლინდა, ერთი რჩეული გამოავლინა ბაზისბანკმა, ორი რჩეული გამოავლინა სპეციალურმა ჟიურიმ. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 500 ლარიანი ფულადი პრიზით. გამარჯვებულებს დააჯილდოვებს ბაზისბანკი. ფინედუ მადლობას უხდის ყველა კონკურსანტს დაინტერესებისა და მონაწილეობისათვის.

გამარჯვებულები გახდნენ: