კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

კონკურსის ფარგლებში მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

29 სექტემბერს, ფინედუზე გამოცხადებული კონკურსის "ფინანსური განათლება სკოლაში" ფარგლებში, დაინტერესებულ მასწავლებლებთან რიგით მეორე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა მსმენელებს კიდევ ერთხელ გააცნეს კონკურსის პირობები, საკონკურსო ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია კონკურსის შესახებ. სპიკერებმა შეხვედრის მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხეს.

შეხვედრის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ფინედუს ფეისბუქსა და იუთუბ არხზე.

შეგახსენებთ, რომ საკონკურსო ნამუშევრების მიღება გრძელდება 2023 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.

კონკურსი ტარდება საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ (www.finedu.gov.ge), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, ასევე, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის, სს "საქართველოს ბანკის", სს "თიბისი ბანკის", სს "ბაზისბანკის", სს "ლიბერთი ბანკის", სს "კრედო ბანკის", სს "პსპ დაზღვევის" და სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის"  ჩართულობითა და მხარდაჭერით.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ იხილოთ კონკურსის პირობები.