კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

კონკურსი "ასწავლე ფინანსები ლიტერატურით" დასრულდა

კონკურსი "ასწავლე ფინანსები ლიტერატურით", რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინედუს ორგანიზებით, ასევე, საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, ბაზის ბანკისა და კრედო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, დასრულებულია და გამარჯვებული სკოლები და მასწავლებლები ცნობილია.

კონკურსი 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს გამოცხადდა და ითვალისწინებდა სკოლის მასწავლებლების მიერ საგანმანათლებლო ტიპის ღონისძიების (მაგ.: ღია გაკვეთილი, დადგმა, დისკუსია, პროექტი და ა.შ.) ჩატარებას სკოლაში. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მათ მოსწავლეებთან ერთად უნდა განეხილათ მხატვრული ლიტერატურის ნებისმიერი ნაწარმოები, რომლის სიუჟეტი ან იდეა დაუკავშირდებოდა  ფინანსური განათლების საკითხებს, ფინანსებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებს და შედეგად, მოსწავლეებში შესაბამისი დასკვნების გამოტანის, ცოდნის ამაღლების, სწორი ფინანსური ქცევების წახალისების, გონივრული დამოკიდებულებების ჩამოყალიბის პროცესს შეუწყობდა ხელს. 

კონკურსში მონაწილეობა მიიღო 43 სასწავლო დაწესებულების 54-მა მასწავლებელმა.

კონკურსის პირობების  მიხედვით საკონკურსო ღონისძიების ამსახველი ბმულები გაზიარდა ფინედუს საკონკურსო პოსტის კომენტარებშიც. შესაბამისად შეირჩა რიგით პირველი 9 სკოლა და 19 მასწავლებელი, დამატებით, მომდევნო კომენტარების შესაბამისად ფინედუს ჟიურის მიერ გამოავლინდა დამატებით 1 რჩეული სკოლა და მასწავლებელი.

საბოლოოდ, გამარჯვებული სკოლებისა და მასწავლებლების სია  ასე გამოიყურება :

სკოლები:

1. სსიპ - ქალაქ გორის №10 საჯარო სკოლა 

2. სსიპ - ქალაქ თბილისის №45 საჯარო სკოლა 

3. სსიპ - ქალაქ ქუთაისის №23 საჯარო სკოლა 

4. სსიპ - ქალაქ თბილისის №106 საჯარო სკოლა 

5. სსიპ - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის №1 საჯარო სკოლა 

6. სსიპ - ქალაქ ქუთაისის №37 საჯარო სკოლა 

7. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლა 

8. სსიპ - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლა 

9. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის №3 საჯარო სკოლა 

10. სსიპ - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა(ფინედუს რჩეული)

მასწავლებლები:

1. მარიამ ჩერქეზიშვილი, გორის #10 საჯარო სკოლა  ღონისძიების აღწერა, მარიამ ჩერქეზიშვილი

2. მაგდა მიქაბერიძე, თბილისის N45 საჯარო სკოლა   ღონისძიების აღწერა, მაგდა მიქაბერიძე

3. სოფიო ხვადაგიანი, ქუთაისის N23 საჯარო სკოლა ღონისძიების აღწერა, სოფიო ხვადაგიანი  

4. მაია ჩეკურიშვილი, თბილისის 106 საჯარო სკოლა ღონისძიების აღწერა, მაია ჩეკურიშვილი  

5. ნინო სამხარაული, სოფელ სართიჭალის N1 საჯარო სკოლა ღონისძიების აღწერა, ნინო სამხარაული  

6. თამარ ბერაძე,  ქუთაისის N37 საჯარო სკოლა ღონისძიების აღწერა, თამარ ბერაძე

7. ლია ლეჟავა, ქუთაისის N23 საჯარო სკოლა ღონისძიების აღწერა, ლია ლეჟავა

8. ნანა  კაცაძე, ქუთაისის N1 საჯარო სკოლა ღონისძიების აღწერა, ნანა კაცაძე

9. თამარი აბრამიშვილი, ბოლაჯურის საჯარო სკოლა ღონისძიების აღწერა, თამარი აბრამიშვილი

10. ნინო გაბუნია, ფოთის N 3 საჯარო სკოლა ღონისძიების აღწერა, ნინო გაბუნია

11. ქეთევან მეგრელიშვილი,  სოფელ ვარიანის საჯარო სკოლა ღონისძიების აღწერა, ქეთევან მეგრელიშვილი

12. ელეონორა ბრეგვაძე,  ქუთაისის N17 საჯარო სკოლა ღონისძიების აღწერა, ელეონორა ბრეგვაძე

13. ასმათ ტოგონიძე, ქუთაისის N17 საჯარო სკოლა ღონისძიების აღწერა, ასმათ ტოგონიძე

14. თინათინ ლეფსვერიძე, სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლა ღონისძიების აღწერა, თინათინ ლეფსვერიძე

15. თამარ აფრიდონიძე, კვახჭირის საჯარო სკოლა ღონისძიების აღწერა, თამარ აფრიდონიძე

16. თამარ ქათამიძე, ბაილეთის საჯარო სკოლა ღონისძიების აღწერა, თამარ ქათამიძე

17. ქეთევან ქიტესაშვილი, სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლა ღონისძიების აღწერა, ქეთევან ქიტესაშვილი

18. ნინო კახნიაშვილი, სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლა ღონისძიების აღწერა, ნინო კახნიაშვილი

19. დავით ბოლქვაძე, სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლა ღონისძიების აღწერა, დავით ბოლქვაძე

20. რუსუდან გონაშვილი,  სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა(ფინედუს რჩეული) ღონისძიების აღწერა, რუსუდან გონაშვილი

გამარჯვებული სკოლები საჩუქრად ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესაძენად გამომცემლობ(ებ)ის 500 ლარიან ვაუჩერებს, ხოლო გამარჯვებული მასწავლებლები 1 წლიან წვდომას ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" ბიბლიოთებაზე, ასევე, გამომცემლობ(ებ)ის 50 ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ.

23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს თარიღი UNESCO-ს მიერ 1995 წელს დაწესდა  და მიზნად ისახავს წიგნის კითხვის წახალისებისა და ავტორების პატივისცემის იდეას, ასევე, წიგნების მასშტაბური შესაძლებლობების წარმოჩენას - დააკავშიროს ერთმანეთთან წარსული და აწმყო, გააბას ხიდები განსხვავებულ თაობებსა და კულტურებს შორის. თავად თარიღი, 23 აპრილი სიმბოლურ ხასიათსაც ატარებს, სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი სამი ავტორი: უილიამ შექსპირი, მიგელ დე სერვანტესი და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა