ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge (შემდგომში - „ფინედუ“), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წელს უკვე მეოთხედ უერთდება და პარტნიორი ორგანიზაციების („ბაზისბანკი“, „კრედო ბანკი“ და „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“) მხარდაჭერით აცხადებს ვიდეოების კონკურსს ახალგაზრდებისთვის - „ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე“
კონკურსის მიზნებია:
- ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების საკითხების საინტერესო, შემეცნებითი ხერხებით გავრცელება;
- ახალგაზრდა მეწარმეებში ფინანსური განათლების საკითხების პოპულარიზება;
- ახალგაზრდებში გონივრული ფინანსური ქცევების წახალისება;
- ახალგაზრდებში მეწარმეობის წახალისება.
პრიზები
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 4 (ოთხი) გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან ქვემოთ მოცემული პრიზებით:
- I ადგილი - 1,500 (ერთი ათას ხუთასი) ლარი
- II ადგილი - 1,000 (ერთი ათასი) ლარი
- III ადგილი - 500 (ხუთასი) ლარი
- IV ადგილი - 500 (ხუთასი) ლარი
კონკურსანტებისაგან ვიდეობი მიიღება 2024 წლის 12 აგვისტოდან - 31 აგვისტოს 23:59 სთ-ის ჩათვლით, ხოლო გამარჯვებულები გამოვლინდება 27 სექტემბერს.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ აქ.