კონკურსი ფულის გლობალური კვირეულის 2026 წლის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს - www.finedu.gov.ge - ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს ბანკისა და ბაზისბანკის მხარდაჭერით 31 მარტს დაიწყო.
კონკურსში მონაწილეობა 2-4 მოსწავლისგან შემდგარმა გუნდებმა მიიღეს, თითოეულ გუნდს ერთი მენტორი ან მასწავლებელი ხელმძღვანელობდა. 200-ზე მეტი ნაშრომიდან ჟიურიმ 10 ფინალისტი გუნდი გამოავლინა.
დღეს, 15 მაისს, კი გამოვლინდნენ ორ ნომინაციაში გამარჯვებული გუნდები:
ჟიურის რჩეული:
გუნდი "კიბერ გურია"
გუნდის წევრები: ანასტასია - VII კლასი და მარიამი - IX კლასი
მასწავლებელი/მენტორი - იზო ზენაიშვილი
სსიპ - ვაჟა თოდუას სახელობის ქალაქ ლანჩხუთის №3 საჯარო სკოლა
გუნდი "ციფრული შუქურა"
გუნდის წევრები: მარიამი და ნინი - X კლასი
მასწავლებელი/მენტორი - ნინო ლომიძე
სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის №9 საჯარო სკოლა
გუნდი "NextGen Thinkers"
გუნდის წევრები: ანი და ლუკა - VIII კლასი
მასწავლებელი/მენტორი - მარიკა გიორგაძე
სსიპ - ქალაქ თბილისის №108 საჯარო სკოლა
მომხმარებლის რჩეული:
გუნდი "KADRI"
გუნდის წევრები: ნინო და ანა - XI კლასი
მასწავლებელი/მენტორი - თამუნა მაჭარაშვილი
სსიპ - გრიგოლ კობახიძის სახელობის ქალაქ თბილისის №77 საჯარო სკოლა
დაჯილდოვდა ასევე გამარჯვებული მასწავლებელი/მენტორი:
სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის №87 საჯარო სკოლის მასწავლებელი.
ქეთევან სისვაძე - მისი მოსწავლეთა გუნდების მიერ კონკურსში 19 ნაშრომი შემოვიდა
გამარჯვებულები საქართველოს ბანკისა და ბაზისბანკისგან კონკურსის პირობებით დაწესებულ შემდეგ ფულად პრიზებს მიიღებენ:
- ჟიურის რჩეული 3 (სამი) გუნდი მიიღებს ფულად პრიზს თითოეული 800 (რვაასი) ლარის ოდენობით. ჟიურის რჩეული გუნდების მენტორი ან მასწავლებელი მიიღებს ფულად პრიზს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
- მომხმარებლის რჩეული 1 (ერთი) გუნდი მიიღებს ფულად პრიზს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. გუნდის მენტორი ან მასწავლებელი მიიღებს ფულად პრიზს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
- გამარჯვებული მენტორი ან მასწავლებელი მიიღებს ფულად პრიზს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
ფინედუ მადლობას უხდის ყველა კონკურსანტს, მათს მასწავლებლებსა და მენტორებს დაინტერესებისა და მონაწილეობისათვის.