კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

კომიქსების კონკურსის "ისაუბრე ფულზე - ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე" ფინალისტები ცნობილია

კომიქსების კონკურსი
ფულის გლობალური კვირეულის კამპანიის ფარგლებში გამართული კონკურსის "ისაუბრე ფულზე - ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე" ფინალისტების ვინაობა ცნობილია. კონკურსის ფარგლებში 200-ზე მეტი ნაშრომი შემოვიდა. მიღებული ნაშრომები ჟიურიმ შეაფასა და 10 ფინალისტი გუნდი გამოავლინა:

 

1. გუნდი "კიბერ გურია"

გუნდის წევრები: ანასტასია - VII კლასი და მარიამი - IX კლასი

მასწავლებელი/მენტორი - იზო ზენაიშვილი

სსიპ - ვაჟა თოდუას სახელობის ქალაქ ლანჩხუთის №3 საჯარო სკოლა

 

2. გუნდი "ნიკე"

გუნდის წევრები: ნინი და მარიამი - X კლასი

მასწავლებელი/მენტორი - მზია ბაუჟაძე

სსიპ -  ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა

 

3. გუნდი "პირამიდები"

გუნდის წევრები: ნინი, კესო, თეკლა და ელიზავეტა - XI კლასი

მასწავლებელი/მენტორი - ლეილა ბურჯანაძე

სსიპ - იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლა

 

4. გუნდი "ფინანსური მცველები"

გუნდის წევრები: მარიამი და ნია - X კლასი

მასწავლებელი/მენტორი - ნანა ბაღიშვილი

სსიპ - ფრიდონ თურმანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლა

 

5. გუნდი "ციფრული შუქურა"

გუნდის წევრები: მარიამი და ნინი -X კლასი

მასწავლებელი/მენტორი - ნინო ლომიძე

სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის №9 საჯარო სკოლა

 

6. გუნდი "ჭაობის მცველები"

გუნდის წევრები: ნინი - IX კლასი და მარიამი - XII კლასი

მასწავლებელი/მენტორი - იზო ზენაიშვილი

სსიპ - ვაჟა თოდუას სახელობის ქალაქ ლანჩხუთის №3 საჯარო სკოლა

 

7. გუნდი "A2"

გუნდის წევრები: ანანო და ანასტასია - XI კლასი

მასწავლებელი/მენტორი - თამარი მელაშვილი

სსიპ - ქალაქ თბილისის №90 საჯარო სკოლა

 

8. გუნდი "KADRI"

გუნდის წევრები: ნინო და ანა - XI კლასი

მასწავლებელი/მენტორი - თამუნა მაჭარაშვილი

სსიპ - გრიგოლ კობახიძის სახელობის ქალაქ თბილისის №77 საჯარო სკოლა

 

9. გუნდი "LI-SA"

გუნდის წევრები: ლილე და სალომე - IX კლასი

მასწავლებელი/მენტორი - ლელა ფარსენაძე

სსიპ - ქალაქ რუსთავის №22 საჯარო სკოლა

 

10. გუნდი "NextGen Thinkers"

გუნდის წევრები: ანი და ლუკა - VIII კლასი

მასწავლებელი/მენტორი - მარიკა გიორგაძე

სსიპ - ქალაქ თბილისის №108 საჯარო სკოლა

 

კონკურსის გამარჯვებული გუნდები და მათი მენტორები/მასწავლებლები გამოვლინდებიან 15 მაისს: 3  მათგანი კატეგორიაში "ჟიურის რჩეული", ხოლო 1 - კატეგორიაში "მომხმარებლის რჩეული".  კატეგორიაში "მომხმარებლის რჩეული" გამარჯვებული გამოვლინდება "ფინედუ-ს" "Facebook-ის" ოფიციალური გვერდზე ფინალისტების პოსტის შესაბამის ნაშრომზე დაფიქსირებული რეაქციების მიხედვით. რეაქციები დაითვლება 2026 წლის 14 მაისის 17:00 საათის მდგომარეობით. კონკურსის პირობებით დამატებით გამოვლინდება გამარჯვებული მასწავლებელი/მენტორიც.

კონკურსის ფარგლებში ნაშრომების მიღება 2026 წლის 31 მარტიდან 27 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა VII-XII კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შეეძლოთ. კონკურსის მიზანი, მოსწავლეებში კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფინანსური გადაწყვეტილებებისას ფრთხილი და გონივრული ქცევების პოპულარიზაცია და ამ თემაზე დიალოგის წახალისება იყო.