კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

იანვრის კამპანია ფინედუზე - #დაისახემიზნები

მიზნები

იანვარი ფინედუზე მიზნების დასახვის თვე იყო. ახალი წელი ახალ დასაწყისთან ასოცირდება და საუკეთესო დროა, წარსული შეცდომებისა თუ მიღწევების გასააზრებლად, საკუთარი თავისა და სურვილების უკეთ გასაცნობად, ახალი მიზნების დასასახად და მათი მიღწევისთვის მოქმედების დასაწყებად. 

მიზნების არსებობა როგორც პირადი ცხოვრების, ასევე ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. მიზნების დასახვა ადამიანს ეხმარება, ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული მიმართულება, საითკენაც იღწვის, იცოდეს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას იქ მისაღწევად, თვალი ადევნოს პროგრესს და რაც ყველაზე მთავარია, დარჩეს მოტივირებული.

მომავლის განჭვრეტის საუკეთესო გზა მისი თავად შექმნაა - აბრაამ ლინკოლნი

მიზნები ხშირ შემთხვევაში უკავშირდება ფინანსებს. ფინედუმ, როგორც თქვენმა ფინანსურმა მეგზურმა, ახალი გამოწვევების შესაბამისად, იანვარი საინტერესო კამპანიას მიუძღვნა. აქტივობის ფარგლებში ფინედუს  ვებსაიტსა და ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ბლოგები, სტატიები და სხვა სახის მასალები, რომლებიც მომხმარებელს ჩანაფიქრებისა და სურვილების მიზნად ქცევაში, დაგეგმვასა და განხორციელებაში დაეხმარებოდა. 

რატომ არის მიზნის არსებობა მნიშვნელოვანი? 

რა მეთოდი გამოიყენება მიზნის ეფექტურად დასახვისთვის? 

როგორ უნდა მოხდეს მიზნის სწორი ფორმულირება?

რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ფინანსური მიზნების მისაღწევად? 

ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს FinEdu-ფინედუს პლატფორმაზე იპოვით. 

მიზნის მიღწევა პირველი ნაბიჯით იწყება - ონორე დე ბალზაკი

მიზნების მისაღწევად მოქმედების დროული დაწყება უმნიშვნელოვანესია. იოცნებეთ, აქციეთ ოცნებები მიზნებად და შეუდექით მათზე მუშაობას ფინედუსთან ერთად.