კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუს საგანმანათლებლო-გასართობი კონკურსის "11 თავსატეხის" 15 გამარჯვებული გამოვლენილია

ფინანსური განათლების პორტალის "ფინედუს" გუნდმა დაასრულა ონლაინ კონკურსი სახელწოდებით „11 თავსატეხი“.

კონკურსის პირობების თანახმად 15 გამარჯვებული გამოვლინდა.

 

თითოეულ დავალება-თავსატეხზე დაფიქსირებული პასუხების მიხედვით 11 გამარჯვებული დასახელდა.  

გამარჯვებულად ჩაითვალა კომენტარის ავტორი, რომელიც აკმაყოფილებდა შემდეგ პირობებს:

  • პირველმა დააფიქსირა დავალება-თავსატეხში დასმულ შეკითხვაზე სწორი პასუხი; 
  • გამარჯვებულად არ ყოფილა გამოვლენილი წინა დავალება-თავსატეხის პოსტში. 

გამარჯვებულები კონკურსში მონაწილეობდნენ შემდეგი ფეისბუქ მომხმარებლების სახელებით:

  • ნუცა ბაქრაძე - I თავსატეხის გამარჯვებული

  • ბექა ბითარაშვილი - II თავსატეხის გამარჯვებული

  • გოჩიაშვილი ქრისტინე - III თავსატეხის გამარჯვებული

  • მზია აბჟანდაძე - IV თავსატეხის გამარჯვებული

  • გვანცა ბურდული - V თავსატეხის გამარჯვებული

  • ქეთი სტეფნაძე - VI თავსატეხის გამარჯვებული

  • ნინო ბეჟიტაშვილი - VII თავსატეხის გამარჯვებული

  • თათკა დემე ალესაშვილი - VIII თავსატეხის გამარჯვებული

  • ირაკლი აბჟანდაძე- IX თავსატეხის გამარჯვებული

  • ემზარ აბჟანდაძე - X თავსატეხის გამარჯვებული

  • თათია ღონღაძე - XI თავსატეხის გამარჯვებული. 

 

თავსატეხების კონკურსის 4 ყველაზე აქტიური გამარჯვებული შემდეგი პრინციპით გამოვლინდა:

გამარჯვებულად ჩაითვალნენ ის კონკურსანტები, რომლებსაც ჯამურად 11-ივე დავალება-თავსატეხზე დაფიქსირებული პასუხების მიხედვით, ყველაზე მეტი სწორი პასუხი აქვთ გაცემული და, იმავდროულად, არ ყოფილან გამარჯვებულად დაფიქსირებული არცერთ დავალებაზე.

გამარჯვებულები კონკურსში მონაწილეობდნენ შემდეგი ფეისბუქ მომხმარებლების სახელებით:

  • გიორგი სამნიძე - ჯამურად 10 სწორი პასუხი

  • გიორგი უღრელიძე - ჯამურად 7 სწორი პასუხი

  • მადონა გოგიტიძე -ჯამურად 5 სწორი პასუხი

  • მარიამ კუჭავა - ჯამურად 4 სწორი პასუხი

რაც შეეხება, იმ მონაწილეებს, რომლებმაც კონკურსის განმავლობაში დასმულ დავალება-თავსატეხზე დააფიქსირეს სწორი პასუხები, თუმცა ვერ მოხვდნენ გამარჯვებულთა ვერცერთ კატეგორიაში, მათ გადაეცემათ კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი ონლაინ სერთიფიკატი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამარჯვებულებისა და მონაწილეების დაჯილდოება მოხდება კონკურსის პირობებით გაწერილი პროცედურებისა და ვადების დაცვით

ფინედუს გუნდი მადლობას გიხდით აქტიურობისა და ჩართულობისთვის. შევხვდებით შემდეგ ღონისძიებებზე