კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუზე დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი "მეტი დაცვა და ნაკლები რისკი" დაიწყო

gmw

ფინანსური განათლების პორტალის www.finedu.gov.ge და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ ინიციატივით, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციასიის მხარდაჭერითა და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლების - სს „არდი დაზღვევის“, სს „ბბ დაზღვევის“, სს „გრინ დაზღვევა საქართველოს“, სს „დაზღვევის კომპანია ქართუს“, სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოს“, სს „თიბისი დაზღვევის“, სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევის“, სს „პსპ დაზღვევის“, სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“, სს „სადაზღვევო კომპანია  ჯი პი აი ჰოლდინგის“, სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“, სს „სადაზღვევო კომპანია ალფას“, სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას“,  სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელის“, სს „სადაზღვევო კომპანია პრაიმის“, სს „სადაზღვევო კომპანია ტაოს“ და სს „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ ჩართულობით 2022 წლიდან 2 მაისს საქართველოში დაზღვევის დღე აღინიშნება

ამ დღისადმი მიძღვნილი 2022 წლის საინფორმაციო კამპანიის დევიზია „მეტი დაცვა და ნაკლები რისკი“.  

დაზღვევის დღის საქართველოში აღნიშვნის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სახელწოდებით „მეტი დაცვა და ნაკლები რისკი“, რომლის მიზანია, მოსახლეობაში დაზღვევის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათ შორის, კონკურსანტების მხრიდან პოპულარული ენითა და საინტერესო ვიზუალით წარმოდგენილი მასალების გავრცელების გზით.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.