18 დეკემბერს, მიგრანტთა საერთაშორისო დღეს, ფინედუზე დასრულდა სპეციალური კონკურსი ემიგრანტებისათვის და გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ამასთან, მომზადდა ორი ანიმაციური ვიდეო, რომლებიც ემიგრანტებს მათ საჭიროებებზე მორგებულ ქართულ საბანკო პროდუქტებს აცნობს.
ვიდეოების მთავარი გზავნილია:
- ემიგრანტებს შეუძლიათ თავად მართონ თავიანთი ფინანსები;
- ემიგრანტებს შეუძლიათ გაიმარტივონ ფინანსების მართვა ქართული საბანკო პროდუქტების გამოყენებით.
აღნიშნული ვიდეოები ფინედუს გუნდმა სს „საქართველოს ბანკისა“ და სს „თიბისი ბანკის“ ჩართულობითა და მხარდაჭერით მოამზადა.
ვიდეო #1 - ქართული საბანკო სისტემა ემიგრანტებზე მორგებული სერვისებით
ვიდეო #2 - ანგარიშის გახსნა ქართულ ბანკებში და მისი უპირატესობები
საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინედუ მომავალშიც გააგრძელებს ემიგრანტების მხარდაჭერას ფინანსური განათლების მიწოდების გზით.