ფინედუს ორგანიზებით ეროვნულ ბანკში განხორციელებული ტრენინგკურსი „გზამკვლევი ქალების ფინანსური დამოუკიდებლობისთვის“ 31 ოქტომბერს წარმატებით დასრულდა.
კურსის მიზანი იყო ქალების გაძლიერება ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევისა და თავდაჯერებულობის ამაღლების პროცესში. საგანმანათლებლო დანიშნულებასთან ერთად, პროექტი მონაწილეებს სოციალიზაციის და ახალი კონტაქტებისა და მხარდამჭერების შეძენის კარგ შესაძლებლობასაც აძლევდა.
კურსი ჩატარდება სამ სესიად და დაფარა შემდეგი თემები:
- ქალები კარიერის საწყის ეტაპზე,
- ბიუჯეტირება,
- დაზოგვა.
თითოეული თემა წარმოდგენილი იყო მინი ლექციისა და პრაქტიკული აქტივობების სახით.
31 ოქტომბერს, მსოფლიო დაზოგვის დღეს, გაიმართა ტრენინგკურსის დასკვნით შეხვედრა, რომელიც სწორედ დაზოგვის თემას მიეძღვნა.
მონაწილეებს გადაეცათ ტრენინგკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები და საგანმანათლებლო მასალა.
ფინედუ მომავალშიც აქტიურად გეგმავს, ქალებში ფინანსების მიმართ გონივრული დამოკიდებულებების ფორმირების მიზნით, სხვადასხვა შემეცნებით აქტივობას, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. დაინტერესებულ მომხმარებლებს სხვა ღონისძიებებზე ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ფინედუს სოციალურ ქსლებსა და ჩვენს ვებგვერდზე www.finedu.gov.ge.