კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუს ტრენინგი ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

4 ნოემბერს, სტუდენტების საერთაშორისო დღის კამპანიის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუმ“ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ტრენინგკურსი „ფინანსური განათლების გზამკვლევი სტუდენტებისთვის“ ჩაატარა. 

ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო ფინანსური განათლებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი: საფინანსო სისტემა, ფინანსური პროდუქტები, მომხმარებლის უფლებები და ფინანსური უსაფრთხოება. 

ტრენინგის დასასრულს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სპეციალურ ვიქტორინაში, რომლის გამარჯვებულებსაც ფინედუსგან სამახსოვრო ბრენდირებული და შემეცნებითი შინაარსის საჩუქრები გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია, შესაბამისად, ფინედუ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მათს მხარდაჭერას სხვადასხვა შემეცნებითი არხებით.