ფინედუს საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში 11 დეკემბერს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების წარმომადგენელმა თამთა შვანგირაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩაუტარა ტრენინგი თემაზე: „გზამკვლევი სტუდენტების ფინანსური დამოუკიდებლობისთვის“.
ტრენინგის მიზანი იყო რეგიონში მცხოვრები სტუდენტების გაძლიერება ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევისა და თავდაჯერებულობის ამაღლების პროცესში.
შეხვედრა სამ სესიად ჩატარდა და დაიფარა ისეთი თემები, როგორებიც იყო:
- ფინანსური უსაფრთხოება
- ბიუჯეტირება,
- დაზოგვა
თითოეული თემა მოიცავდა როგორც სალექციო ნაწილს, ისე პრაქტიკულ დავალებებსაც.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეები მცირე თემატურ კონკურსში ჩაერთნენ, რომელიც ტრენინგზე განხილულ საკითხებს შეეხებოდა. გამარჯვებულ მონაწილეებს ფინედუს ბრენდირებულები და ბროშურები გადაეცათ.
ტრენინგის ყველა მონაწილეს მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო მასალაც გადაეცა.
ფინედუს გუნდი მადლობას უხდის თითოეულ მონაწილესა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ახალგაზრდობის სეგმენტი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზნობრივი ჯგუფია და სტუდენტური სეგმენტის გაძლიერება ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ამიტომ ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პორტალი, ფინედუ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სტუდენტების მხარდაჭერასა და მათში სწორი ფინანსური ცოდნის, ქცევისა და დამოკიდებულების გავრცელებას ტრენინგების, ლექციების, კონკურსებისა და სხვადასხვა ფორმატის აქტივობების საშუალებით.